საქართველო სალომე ზურაბიშვილი ბაქოში, - პირველი რეგიონალური ვიზიტი 2019, 1 მარტი, 1:36 “ უკანასკნელ წლებში ჩვენ ერთნაირი ტრაგედიები გადავიტანეთ, ჩვენ ახლაც იმას განვიცდით, რასაც ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ნიშნავს, როცა შენი ქვეყნის მთლიანობა დარღვეულია. " განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამრიგად მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შეადარა.
წინათ საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის საკითხში კატეგორიულობას ერიდებოდა და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.
სალომე ზურაბიშვილი: “ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არ არის ". ზურაბიშვილის ამ გამონათქვამმა აზერბაიჯანული საზოგადოების ყურადღება მით უფრო მიიპყრო, რადგან გასული თვის განმავლობაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა წარმოიშვა. მიზეზი ის იყო რომ საქართველოს ქალაქ, ახალქალაქში, სადაც ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, დაიდგა სომეხი მეომრის ძეგლი, რომელიც ყარაბაღში იბრძოდა. გახსნის ცერემონიას საქართველოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ და აზერბაიჯანში ეს ბევრმა არაეთიკურად მიიჩნია. ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილეს მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. გარდა ამისა აზერბაიჯანმა საქართველოსთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი გააძვირა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ დროში დაემთხვა და ბევრს საეჭვოდ მოუჩვენა. სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში 27 თებერვალს ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა, ეს მისი პორველი რეგიონალური ვიზიტია, მას შემდეგ რაც, გასული წლის დეკემბერში ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. პირისპირ საუბრის შემდეგ ალიევმა და ზურაბიშვილმა გაფართოებული შემადგენლობით გამართეს შეხვედრა. რომელზეც ზურაბიშვილი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების შესახებ ლაპარაკობდა. 60 შეფასება არ არის
|