ტექნიკური როგორ იხსენებს,, ჩერნობილის " აფეთქებას ედუარდ შევარდნაძე, ჩერნობილის მუტანტები 2019, 16 თებერვალი, 21:34 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ერთერთი უდიდესი ატომური ელექტრო სადგურის აფეთქება. რომელიც ბევრად აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური ბომბის აფეთქების სიძლიერეს. ამან გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა მთელს მსოფლიოზე. აღმოჩნდა რომ დედამიწა ისე პატარაა დიდი კატასტროფები და ტრაგედიები არ ეტევა ერთი ქვეყნის ფარგლებში. მაგრამ ჩერნობილის ინციდენტი, მხოლოდ იმით კი არ იყო დრაგიკული და ნიშანდობლივი, რომ უდიდესი ავარია მოხდა. რომ მოიწამლა მიწა, ჰაერი, და დაიღუპა და კიდევ იღუპება, ათასობით ადამიანი. არამედ იმითაც რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ამ უბედურების მიჩქმალვა მოისურვა. იდეოლოგიური დოგმების გამო გაიწირა ათიათასობით ადამიანი. ქვეყნის გენოფონდი ყველამ დაინახა . რომ საბჭოთა კავშირში ადამიანი სრულიად დაუცველია. მთელი კვირის განმავლობაში არსად არაფერს ამბობდნენ. მხოლოდ სპეციალისტები იგზავნებოდნენ ადგილზე ენერგეტიკის მინისტრი, ატომური ელსადგურის პროექტის ავტორი, და როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს ბავშვები, რომ დაენახებინათ მსოფლიოსთვის რომ არაფერიც არ მომხდარა. მეორე თუ მესამე დღეს მოსკოვში პარტიის ცეკაში საგანგებო კომისიის თათბირი შედგა. რომელსაც ლიგაჩოვი ატარებდა. მე ვესწრებოდი ამ თათბირს. ასეთი ღონისძიებების დროს, როგორც წესი, ჩემთან ვუხმობდი ხოლმე იმ მოადგილეს, რომელიც განსახილველ საკითხში მეტად პუნქტუალური იყო. ან ყველას ერთად ვეძახდი ხოლმე. ამჯერად ჩემს მოადგილეს ანატოლი კოვალიოვს ვუხმე. ძალზე გამჭრიახი პიროვნება იყო. ვკითხე ასეთ თათბირზე ჩემს ადგილზე რას იზამდი მეთქი. თათბირზე უნდა გადაწყვეტილიყო უნდა გახმაურებულიყო თუ არა ეს საქმე . კოვალიოვმა ერთი რამ მითხრა გულახდილად და გადაჭრით, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია თქვენ უნდა მოითხოვოთ ინფორმაცია სასწრაფოდ გამოქვეყნდეს. ეს სავსებით დაემთხვა ჩემს აზრს. მაგრამ თათბირზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ რვიდან მხოლოდ ორნი მოვითხოვდით ინფორმაციის გამოქვეყნებას, ლიგაჩოვი წინააღმდეგი იყო, მაშინ თქვა სწორედ : კატასტროფული არაფერი ხდება, ყველაფერი ჩაცხრება და მსოფლიო მასშტაბით აურზაურის ატეხა არ გვჭირდებაო. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტბიუროს უნდა მიეღო. ენერგეტიკის მინისტრის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მანაც განაცხადა : საგანგაშო არაფერია , არის პატარა მასშტაბის ჩვეულებრივი ავარია, რომელიც მხოლოდ ერთ ბლოკში მოხდა, მე დღეს მივდივარ ჩერნობილში და იმ მილში თავით შევძვრები. იმდენად უსაფრთხოა იგი . მოკლედ უმრავლესობა წინააღმდეგი იყო. იმ დღეს პოლიტბიურომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მალე უცხოეთში ძალიან დიდი ხმაური ატყდა, გაჩუმება აღარ შეიძლებოდა, და გორბაჩოვმაც გასცა განკარგულება. რატომ არ ვიყავი უფრო პრინციპული? იხსენებს ედუარდ შევარდნაძე, - მე ნანახიც არ მქონდა სადგური. პრობლემას არ ვიცნობდი. და საბჭოთა კავშირი როგორც შეეძლო ყველანაირად მალავდა. დრო იყო ასეთი, მაგრამ ნახევარმა მსოფლიომ იცოდა, რომ სვერდლოვსკის ოლქში აწარმოებდნენ მასობრივი განადგურების იარაღს . საბჭოთა ხალხმა კი არ იცოდა. ჩერნობილში და მოგვიანებით სპიტაკში მომხდარმა ნგრევამ დაგვანახა , რომ უპირველესად ყალბი დოგმები უნდა დაგვენგრია, სიმართლე ბევრად მომგებიანია. ჩვეული ტყუილი, რეალობის ჩვეული მიჩქმალვა, მსოფლიოსაგან ჩვეული გამიჯვნა აღარ შეიძლებოდა, გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ სიმართლისა და პატიოსნების გზა იყო. 629 1-ს არ მოსწონს
|