x
image
Teklamaisuraze
სტივ ჯობსი - ყველაზე მავნე ბავშვი მთელს სკოლაში, რომელიც რამდენჯერმე გახდა გარიცხვის კანდიდატი
ბუნებრივია მასზე გავლენა მოახდინა ასეთი პრობლემებით დაწყებულმა ცხოვრებამ. მისი მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სტივის საოცარი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა დიდწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ცდილობდა უპირველესად მათთვის, ვინც მიატოვა დაემტკიცებინა ვინ იყო და რა შეეძლო. თავად სტივ ჯობსი კი ამას კატეგორიულად უარყოფდა. სტივი ვერ იტანდა, როდესაც პოლ და კლარა ჯობსებს მის ნამდვილ მშობლებად არ მოიხსენიებდნენ.

image


ისინი ჩემი მშობლები არიან ასი პროცენტით. "

სტივს 2 წელი რომ შეუსრულდა ჯობსებმა გოგონა იშვილეს და სახელად პატი დაარქვეს. 3 წლის შემდეგ მაუნტინ - ვიუში გადასახლდნენ. სტივი 8 წლის არც იქნებოდა მამამ ახალ სახლში ავტოფარეხი გამოუყო და უთხრა, დღიდან აქ იმუშავებო. პოლი მანქანებს არემონტებდა და ყიდდა. ასე შოულობდა საარსებო ფულს.


სტივი თავის პირველ წლებს.“ ქავშვებით სავსე კვარტალში გავიზარდე. დედაჩემმა კითხვა სკოლამდე მასწავლა, ამიტომ მწყინდებოდა. და მე იქ ნამდვილ ტერორს ვაწყობდი. უნდა გენახათ ჩვენი კლასი. მასწავლებელი უკიდურესობამდე მივიყვანეთ. საკლასო ოთახში გველებს ვუშვებდით. ბომბებს ვაფეთქებდით. ჩემს მეგობართან ერთად ათას ონავრობას ჩავდიოდი. ერთხელ სკოლაში განცხადება გამოვაკარით.“ ხვალ ყველამ თქვენი შინაური ცხოველი სკოლაში მოიყვანეთ. " უნდა გენახათ მეორე დღეს რა ხდებოდა. ძაღლები დასდევდნენ კატებს და მასწავლებლები გულზე სკდებოდნენ.


image

მესამე კლასში ჩვენი ხუმრობა უკვე საშიში გახდა. პატარა ბომბი გავაკეთეთ და მასწავლებლის მაგიდის ქვეშ დავუდეთ. საწყალი კინაღამ გაჭაღარავდა.

სტივი პირველ სამ წელიწადში სამჯერ გახდა გარიცხვის კანდიდატი. მაგრამ მამის სიჯიუტემ და სტივის გონიერებამ მასწავლებლები აიძულა დაეტოვათ სკოლაში. მამა იქით ედავებოდათ ჩემი შვილი ნიჭიერი ბავშვია და თქვენი ბრალია რომ ვერ დააინტერესეთ. მშობლებმა მალე აღმოაჩინეს რომ მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

მეოთხე კლასში უკვე ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წმინდანი ქალი. ჩემი მასწავლებელი, ჩემში გააღვიძა სწავლისადმი მისწრაფებები.ან სტივი აღმოაჩინა პატარა გენიოსი და ყველა ღონეს იყენებდა რომ დაეენტერესებინა. მეოთხე კლასში გამოცდების ჩაბარების შედეგები ისეთი იყო . რომ დირექციამ გადაწყვიტა 2 კლასით წინ გადაეყვანათ. შემდეგ ისევ შეიცვალეს საცხოვრებელი. სადაც მამა ისევ ავტოფარეხში მუშაობდა და ამით იჩენდნენ თავს.

image


აიფონის გამომგონებელი, ბიზნეს გენია, ყველაზე ტრაგიკული ბავშვობით


0
92
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0