x
image
Yoona
Mediator image
14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ
ექიმის პროფესია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობად ითვლება. მაგრამ ექიმი არა მხოლოდ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაა, არამედ უსაზღვრო მოთმინება და თავშეკავება. ზოგიერთ პაციენტს ყველაზე მშვიდი და თავშეკავებული ექიმის წყობილებიდან გამოყვანაც შეუძლია.


image

ნახეთ, ექიმების აზრით, ყველაზე სულელური შეკითხვები, რომელიც მათ პაციენტებმა დაუსვეს.

1.როცა ბავშვის სქესის არჩევა მნიშვნელოვანია


„ექიმო, არსებობს სპეციალური აბი, რომ ბავშვის სქესი დავაპროგრამო? მე აუცილებლად ბიჭი უნდა გავაჩინო!“


2.როცა ქორწილი ახლოვდება და გინდა იდეალურად გამოიყურებოდე

„ექიმო, ხვალ ქორწილი მაქვს. გაქვთ რაიმე ვიტამინი, რომელიც ერთ დღეში ჩემი კანის და ფრჩხილების მდგომარეობას გააუმჯობესებს?“


3.ცნობა სკოლაში, როგორ ზარმაცების გასამართლებელი

„ექიმო, გთხოვთ, შეგიძლიათ დაწეროთ ჩემი გოგოსთვის ცნობა, სადაც ნათქვამი იქნება, რომ თქვენ, ექიმი თვლით, რომ სკოლის გაკვეთილები საკმაოდ დამღლელია. მიუთითეთ, რომ ჩემს გოგოს გაკვეთილებისგან დასვენება სჭირდება“.


4.როცა გიყვართ ის, რაზეც ალერგია გაქვთ

„ექიმო, კატებზე ალერგია მაქვს. მაგრამ კატა მაინც ავიყვანე. შეიძლება რაიმე სახის ვაქცინა გავიკეთო, რომ ეს რეაქცია მოვიშორო?


5.როცა ინსტაგრამზე თქვენი სახე იდეალურიდან ძალიან შორსაა

„ექიმო, ინსტაგრამზე ჩემ სურათში ნიკაპი საშინლად წინ გამოწეულია. შეგიძლიათ პლასტიკური ოპერაცია გამიკეთოთ, რომ სურათებში კარგად გამოვიყურებოდე?


6.როცა ალერგია გაქვთ, მაგრამ გემრიელობაზე უარის თქმას არ აპირებთ

„ექიმო ავოკადოზე ალერგია მაქვს. როცა ერთჯერზე სამზე მეტს მივირთმევ, თავს საშინლად ვგრძნობ. რას მირჩევთ?“


7.როცა ქალიშვილი სასარგებლო საკვების მიღებაზე უარს ამბობს

„ჩემი 10 წლის გოგო ბოსტნეულის ჭამაზე უარს ამბობს. შეგიძლიათ ჰიპნოთერაპევტთან გაუშვათ?“


8.როგორ დაორსულდეთ მამაკაცის გარეშე

„ექიმო, შეყვარებული არ მყავს, არადა ბავშვის გაჩენა მინდა. შეგიძლიათ რაიმე სპეციალური აბი მომცეთ, რომ დავორსულდე?“


9.როცა ბევრ სითხეს სვამთ, მაგრამ მაინც ვერ ხვდებით რატომ

„ექიმო, ტუალეტში შარდზე გასვლა ხშირად მინდება. შეგიძლიათ დამეხმაროთ?“ (პაციენტი, რომელმაც ეს კითხვა დასვა, დღეში 5-6 ჭიქა ყავას და 10-11 ჭიქა წყალს სვამდა).


10.როცა ერთდროულად ორი ბავშვი გსურს

„ექიმო, ახლა ორსულად ვარ. შეიძლება ახლავე მეორე ბავშვზე დავფეხმძიმდე, რომ ერთდროულად ორი გავაჩინო და მოგვიანებით მეორე მშობიარობით არ დავიტანჯო?“


11.

„ექიმო, B6 ვიტამინის ორმაგი დოზა B12 ვიტამინის ტოლია?“


12.

ერთხელ პაციენტმა, რომელსაც ფილტვების სიმსივნე ჰქონდა და დღეში 2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, მკურნალ ექიმს ჰკითხა:

„ექიმო, მართალია, რომ დაავადება სიგარეტის გამო გაჩნდა? და მე, თქვენი აზრით, ახლა ნაკლები უნდა მოვწიო?“


13.

პაციენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაორსულებას ცდილობდა, ექიმს ჰკითხა: „ექიმო, მართალია, რომ არ შემიძლია დაორსულება იმ მიზეზით, რომ ორსულობის საწინააღმდეგო აბებს ვსვამ?“


14.

ერთხელ სტომატოლოგთან 5 წლის ბიჭი მიიყვანეს. მისი კბილები საშინელ მდგომარეობაში იყო და 4 სარძევე კბილის ამოღება საჭირო იყო.

ექიმის კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად იხეხავს ბავშვი კბილებს, მისმა დედამ გაოცებით იკითხა: „რა, ბავშვებმა კბილები უნდა გამოიხეხონ?


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

2. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

3. მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

4. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

5. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

6. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

7. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

8. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

9. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

10. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1164
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0