სხვა "ფენიქსის ნათება" - მისტიკა თუ რეალობა? რა მოხდა არიზონას შტატში 13 მარტს 2019, 13 მარტი, 15:08 ![]() ათასობით თვითმხილველის თანდასწრებით, ფენიქსის თავზე V ასოს ფორმის გიგანტური კოსმოსური ხომალდი გამოჩნდა. მისი ელვარე შუქები ათასობით ადამიანმა დაინახა 3:30-დან 6:30-მდე 480 კილომეტრის რადიუსში ნევადის საზღვრიდან დაწყებული და ტუსონით დამთავრებული. მოწმეები აღწერდნენ მის ზომას, ყოველი მათგანი თითქმის ერთნაირ სიდიდეებს ასახელებდა – ამო სიგანეში თითქმის ნახევარი კილომეტრი იყო . ![]() ![]() ისტერიკამ და ამ მისტიკურმა ამბავმა მთელი ამერიკა მოიცვა, ერთ-ერთმა მსხვილმა გამოცემამ „USA Today“-მ გაზეთის ერთი გვერდი მთლიანად ამ ამბავს დაუთმო. ფენიქსის ფენომენით დაინტერესდნენ მეცნიერებიც. არიზონას შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თვითმხილველების და ფოტო-ვიდეოს მასალების საფუძველზე კომპიუტერული მოდელი შექმნეს. პროფესორმა პავლოს მიკელიდისმა გამოთვალა, რომ თუ ასეთ ზომის(460მეტრი)მფრინავ აპარატს ჩვენთვის ცნობილი მასალისგან, დურალუმინისგან და ტიტანისგან ავაგებდით, მაშინ მისი მასა 1, 6 მილიონი ტონა იქნება, რომელსაც ვერც ერთი თანამედროვე ძრავა ადგილიდანაც კი ვერ დაძრავდა. „რაღაც უცნობ ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე. მომავალში ჩვენ ალბათ გავარკვევთ, თუ რა არის ეს“ – განაცხადა პროფესორმა. ![]() თუმცა იყო მეორე ვერსიაც, რომ ეს იყო მანათობელი საჰაერო ბურთები, ამის მტკიცებულებად გამოდგება ანალოგიური ფაქტი, რომელიც 2007 და 2008 წლებში მოხდა, ლიუკის საჰაერო-სამხედრო ბაზიდან გაშვებული სასიგნალო შუქურები, რომელიც ჰელიუმის საჰაერო ბურთებზე იყო მიმაგრებული. "ფენიქსის ნათებაზე" რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული. 277 2-ს მოსწონს
|