x
image
ვიზა კოხაძე
რატომ უწოდებენ მკვლევარები ნიახურს მწვანილების მეფეს და რატომაა ის წონაში კლებისა და ჯანმრთელობის გარანტი
imageნიახური შესაძლოა არ მოგწონდეთ როგორც გემრიელი მწვანილი, მაგრამ მას მწვანილების მეფედ მოიხსენიებენ მეცნიერები და მიიჩნევენ, რომ ნიახურის მხოლოდ ერთ ღერსაც კი უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.ის დაბალკალორიული პროდუქტია, რაც უმნიშვნელოვანესია მათთვის, ვინც გამუდმებით ჭარბ წონას ებრძვის.დაამატეთ ნიახური სალათს მაღალკალორიული ინგრედიენტების ნაცვლად. მიიღებთ ძალიან მსუბუქ, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, გემრიელ კერძს.ნიახური 12 სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტებს შეიცავს.მასში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა კალიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი, ფოსფორის და მანგანუმის ვიტამინები, ასევე ის მდიდარია A, B2, B6 და C.imageნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას. ფტალიდები - ასე მოიხსენიებებნ იმ უნიკალურ შემადგენლობას, რომლითაც მდიდარია ეს მწვანილი. ასე რომ, ყველას, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, ვურჩევთ, ნიახური კვების რაციონის განუყრელ ნაწილად გადააქციონ.ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.

ამ სასარგებლო მცენარეს შენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაც შეუძლია, რადგან ის ფერომონებს შეიცავს. შეჭამ ნიახურს პაემნის წინ და წარმატება გარანტირებულია.ლუითეოლინი, იგივე ფლავონოიდი, ასევე ნიახურის შემადგენელი ნაწილია. ეს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. შეუძლია, შეაჩეროს ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელება.კიბოს პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ნიახურის კვების რაციონში შეტანა.imageნიახურის მოყვანა თავისუფლად შეგიძლიათ სახლში, ფანჯრის რაფაზე და მუდმივად გექნებათ ახალი მწვანილი.ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხამარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური. ასე გაცილებით სწრაფად გამოკეთდებით.

ღამით ნიახურის ერთი ღერის ჭამა მშვიდი ძილის გარანტი იქნება. ნიახური სხვადასხვა მიკროელემენტების ხარჯზე, რომლებსაც საკმაოდ შეიცავს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მის შემადგენლობაში მყოფი მაგნიუმი მოდუნებაში დაგეხმარებათ.imageნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. თუ ზედმეტი ჭამეთ, ან დალიეთ და დისკომფორტს განიცდით, ეს მცენარე სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.

ნიახური შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას, რომელიც უნიკალურად დაატენიანებს თქვენს ორგანიზმს. ორგანიზმში წყლის დონის შემცირებისას ნიახურის ჭამა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.


ნიახური ნატურალურ მინერალურ მარილებს შეიცავს, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის და ასევე, სხეულში მიმდინარე სხვადასხვა გაცვლითი პროცესებისათვის.imageთუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, ნიახური გარკვეულწილად შეძლებს თქვენს დახმარებას. ამ მცენარის ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10%-ს. A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.imageნიახური საუკეთესო საშუალებაა აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად.ამიტომაა, რომ მას აქტიურად იყენებენ მედიცინაში, ძირითადად მის ბოლქვებს.ნიახურის ბოლქვები ასევე უძლიერესი პროდუქტია ანთებების წინააღმდეგ.imageნიახური კარგი საშუალებაა ტვინის სიძლიერისთვის.
ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.image

0
1951
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1951
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0