x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დაამარცხეთ მუცლის ტკივილი, გულძმარვა და კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა
თუ გაწუხებთ კატარალური გასტროენტერიტი მაღალი მჟავიანობით, მუცლის ტკივილსა და გულძმარვას ვერ იშორებთ, ერთ ხალხურ საშუალებას გირჩევთ.

ყოველ დილით კარტოფილის ბოლქვი გახეხეთ, მიღებული მასიდან წვენი გაწურეთ და უზმოზე 100 მლ დალიეთ და 1 ჭიქა სახლის მჟავე რძე დააყოლეთ. პროცედურა ზედიზედ 9 დღე გაიმეორეთ.

შვებას უკვე მეხუთე დღეს იგრძნობთ. მუცლის ტკივილი და მჟავიანობა აღარ შეგაწუხებთ. მათ, ვისაც დიარეისკენ მიდრეკილება აქვს, კარტოფილის წვენი ნალექებთან ერთად უნდა მიიღონ, შეკრულობის დროს - მის გარეშე.


image


ხალხური საშუალებები წყლულების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით


1. ერთ მუჭა შოთხვის ქერქს 1 ლ წყალი დაასხით და ზომიერ ცეცხლზე 10-15 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ 8-10 სთ დააყენეთ. ყოველ დილით, უზმოზე 1 ჭიქა ნაყენი მიიღეთ. 1-2 კვირაში მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ და ტკივილი გაქრება. წყლული რომ სამუდამოდ დაივიწყოთ, ასეთი მკურნალობა დაახლოებით 1 წელი გააგრძელეთ. ამასთან, კვების რეჟიმის დაცვა და საკვების სწორად მომზადება არ დაგავიწყდეთ.


2. 5ს/კ დაქუცმაცებული წიწვი, 2 ს/კ დაქუცმაცებული ხახვის ფურცლები და 2 ს/კ დაქუცმაცებული ვარდის ფურცლები ქვაბში მოათავსეთ, 1 ლ წყალი დაასხით და 5 წუთით ადუღეთ. ნაყენი შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად დალიეთ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 3-4 კვირა გრძელდება.


3. ერთ ჭიქა კრაზანას ბალახს 2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი დასხით და წყლის ორთქლზე 6 საათით ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს/კ მიიღეთ. უკვე 2 კვირის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ: ტკივილი, გულძმარვა, თავბრუსხვევა და სისუსტე გაქრება.


4. ეს ნარევი გაზრდილი მჟავიანობის დროს დაგეხმარებათ. 1 ნაწილი სელის თესლი, ძირტკბილას ფესვები, კოთხუჯის ფესვები და პიტნის ფოთლები ერთმანეთს აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით და 2-3 საათით დააყენეთ. ნაყენი რამდენიმე წუთით აადუღეთ და სრულ გაგრილებამდე დააყენეთ. დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ 40-60 წუთის შემდეგ მიიღეთ.


5.წყლულის პროფილაქტიკა გაზაფხულზე (მარტი - აპრილი) და შემოდგომაზე (ოქტომბერი - ნოემბერი): 2-3 კვირის განმავლობაში მიიღეთ კალენდულას ყვავილების ნაყენი - 20-25 მშრალ ყვავილს 0, 5 ლ ცივი წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთით ადუღეთ და 2-3 საათით დააყენეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. დღის განმავლობაში, ჭამამდე მიიღეთ. თუ ნაყენი არ გყოფნით, ერთი და იგივე კალენდულას ყვავილი შეგიძლიათ ორჯერ აადუღოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

2. 100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

4. შეუფასებელი მალამოს რეცეპტი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა

5. 9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა

6. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ

7. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

9. სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ

10. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

11. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!

12. ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ

13. როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით

14. სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ

1
1020
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1020
  
2020, 4 აპრილი, 10:48
YOONA მადლობა! ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო სტატიებს აქვეყნებთ! მიყვარს ხალხური მედიცინა. ყველაფერი ბუნებრივი და სასარგებლო არის.
0 1 1