მუსიკა გარდაიცვალა The Prodigy -ის სოლისტი კიტ ფლინტი 2019, 5 მარტი, 11:15 ![]() ცნობილი მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს ესექსის საგრაფოში, სამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისი. The Prodigy-ის სოლისტი კიტ ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია სიკვდილის მიზეზი, ადგილზე მუშაობს პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. The Prodigy-ში კიტ ფრინტი 1996 წლიდან არის. ჯერ იყო როგორც მოცეკვავე, შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენი გახდა. The Prodigy ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან და 2000-იან წლებში მეინსტრიმულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიოში გაყიდულია მისი 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი.კარიერის განმავლობაში ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის - ორი Brit საუკეთესო საცეკვაო შემსრულებლისთვის (ორჯერ), MTV-ის მუსიკალური ვიდეოების სამი ჯილდო, ორი Kerrang!, ხუთი MTV ევროპის მუსიკალური ჯილდო. იგი აგრეთვე ორჯერ იქნა ნომინირებული გრემის ჯილდოზე. განსაკუთრებით წარმატება მოიპოვა ალბომმა "The Fat of the Land"(1997), რომელიც 12 ქვეყნის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა და მრავალ ქვეყანაში ოქროს და პლატინის სტატუსი აიღო. 74 3-ს მოსწონს
|