შოუბიზნესი სელებრითები ყველაზე ორიგინალურ სათვალეებში 2012, 17 ივლისი, 0:11 სათვალეები უამრავი ადამიანის სისუსტე და უბრალოდ საყვარელი, კომფორტული აქსესუარია. თუმცა ბევრი სელებრითი, სათვალეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა და მისი ფორმის, დიზაინის და ვიზუალური იმიჯის შერჩევისას ერთობ ორიგინალური მიდგომით ხელმძღვანელობს, რაც უფრო უცნაური, ეპატაჟური და შოკისმომგვრელია სათვალის დიზაინი, მით უფრო უკეთესი. ამ მხრივ რაღა თქმა უნდა ყველაფერში ეპატაჟურობის მოყვარული ლედი გაგა გამოირჩევა სხვებისგან, თუმცა მას ორიგინალურობის გამოვლენაში არც დანარჩენი ვარსკვლავები ჩამორჩებიან თურმე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს და თავად შეაფასეთ მათი სტილის განუმეორებლობა.. ჯეი ლოს ფუფუნებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება, სათვალეების დიზაინზეც აისახა. როგორც ხედავთ, მას არც მეტი, არც ნაკლები, სვაროვსკის თვლებით მოჭედილი სათვალე უკეთია. ლედი გაგა და კეტი პერი გულის ფორმის სათვალეებს ატარებენ პერიოდულად. კენი უესტი და ბიონსე კი როგორც ჩანს "ზოლიანი" რეალობით იხიბლებიან. ლივ ტაილერს კი სულაც ყვითლად დანახული სამყარო მოსწონს. თუმცა ყველაზე ორიგინალური მაინც სიგარეტის ფორმის სათვალეებია, რომლის ტარებასაც ვინ მოიფიქრებდა თუ არა ეპატაჟის დედოფალი ქალბატონი გაგა. 478 3-ს მოსწონს
|