სხვა ნარკომანი თუთიყუშები ინდოეთში ყაყაჩოს ველებს შეესივნენ 2019, 4 მარტი, 8:43 ![]() დაკაიფებული ფრინველები ხეებს ეჯახებიან და ზიგზაგებით დაფრინავენ, სანამ ნარკოტიკის მოქმედება არ გაივლის. თუთიყუშები ოპიუმზე "შეჯდნენ", ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში ყაყაჩოს პლანტაციებს რეგულარულად სტუმრობენ თუთიყუშები, ამის შესახებ იტყობინება India Today. ფერმერების განცხადებით თუთიყუშების დიდი გუნდი პლანტაციებს დღეში 30-40-ჯერ სტუმრობს. ![]() "ერთი ყვავილი 20-25 გრამ ოპიუმს იძლევა, თუთიყუშების გუნდი კი დღეში 30-40-ჯერ იკვებება, ბევრს ყვავილი თან მიაქვს, ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ჩვენი არავის ესმის, იძულებულები ვართ დღე და ღამე აქ ვუდარაჯოთ, ჯერ იყო და ეს გვალვები, ახლა ფრინველები"-აცხადებს ერთ ერთი ფერმერი ნიმუჩის რაიონიდან. ოპიუმი-ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესია მადჰია-პრადეშის შტატში, ოპიუმის პლანტაციები 44 000 ჰექტარზეა გაშენებული, 2015 წელს ანალოგიური პრობლემები შეექმნათ ჩიტორგარჰის და პრატაპგარჰის რაიონებს. ოპიუმი — იგივე "ყაყაჩოს წვენს" მედიცინაში იყენებენ, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელ და საძილე საშუალებას, სწორედ ოპიუმისგან მიიღო მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა მორფი. 225 6-ს მოსწონს
|