x
image
ლურჯი თოლია
3 საინტერესო ცხოვრებისეული ამბავი, რომლებიც ნამდვილად დაგაინტერესებთ

image

კომპანია Apple-ის დაარსების დღიდან სტივ ჯობსს არ გამოუტოვებია არც ერთი შეხვედრა, გარდა ერთისა - ერთ დღეს ის არ მივიდა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე და აი, რატომ?!

ის გამოდიოდა სიტყვით უნივერსიტეტში და ამ დროს აუდიტორიაში იჯდა გოგონა, სახელად, ლოურენ პაუელი. გოგონა ძალიან მოეწონა ჯობსს და მისი გაცნობა გადაწყვიტა, მაგრამ შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. მანქანაში მჯდომმა სტივმა დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა: "რას გავაკეთებდი, ეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე ყოფილიყო?". მან მოძებნა ლოურენი, ხელი ჩაჰკიდა და იმ მომენტიდან მოყოლებული, არასდროს დაშორებიან ერთმანეთს. ეს გოგონა მისი მომავალი მეუღლე იყო.

image

ცნობილი ჟურნალის"Life” პირველი ნომერი გამოვიდა 1936 წელს, რომლის გარეკანის შიდა მხარეს მოთავსებული გახლდათ ახალდაბადებული ჯორჯ სთორის სურათი, სათაურით “Life Begins” – “ცხოვრება იწყება”. ჟურნალი მომავალშიც განაგრძობდა ჯორჯზე წერას. იბეჭდებოდა ჯორჯის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები: როგორ იზრდებოდა, ქორწინება, შვილების ფოტოები, კარიერული წინსვლის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

2000 წლის მარტში ჟურნალმა განცხადება გააკეთა დახურვასთან დაკავშირებით და იმავე წლის ივნისში გულის შეტევით გარდაიცვალა ჯორჯ სთორი. ჟურნალის ბოლო ნომერი გამოვიდა სათაურით "A Life Ends”.

imageდევიდ ლათიმერმა 1960 წლის აღდგომის დღესასწაულზე შუშის უზარმაზარ ბოცაში მიწა და მცენარის თესლები ჩაყარა. ის ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ამ ჭურჭელში ნამდვილ ჯუნგლებს მიიღებდა, რომელიც ათეულობით წელს გაძლებდა. ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ ლათიმერის ბაღი შუშაში ისევ აგრძელებს ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ პატრონმა ის ბოლოს 1972 წელს მორწყო.

54 წლის წინ ლათიმერმა უზარმაზარ ბოთლში ცოტა კომპოსტი და მიწა ჩაყარა, შემდეგ მავთულის საშუალებით პატარა ორმოები ამოთხარა და მათში ფრთხილად მოათავსა თესლები. ცოტა წყალი დაასხა და ჰერმეტულად დახურა თავი. სახლის მზიან კუთხეში წლების განმავლობაში იყო მოთავსებული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლოს მოსარწყავად 42 წლის წინ გაიხსნა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბოთლში თვითმკმარი ეკოსისტემა ჩამოყალიბდა – ფაქტობრივად, უნიკალურ გარემოში წარმატებულად შეიქმნა დედამიწის მაკრო სისტემა.
ლათიმერი უკვე 80 წლისაა და თავისი ექსპერიმენტის შედეგის დატოვებას შვილისა და შვილიშვილებისთვის აპირებს.

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0