x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რეციპროკული ნორმების დამრღვევთა სტიგმატიზირება


ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ინდივიდის დამოუკიდებელი ცხოვრების სტილისგან, ჯგუფური ფუნქციონირების დროს მოგვარებულია - რადგან ჯგუფი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას. ამგვარი ჯგუფური ცხოვრების წესი გამართლებულია, თუ ექვემდებარება რეციპროკულობას. ადამიანები ახდენენ იმ ინდივიდებისა თუ ჯგუფების სტიგმატიზირებას, ვინც მიგების ნორმას 1)აქტიურად არღვევს (მაგ:ქურდი); 2)საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვერ იცავენ (მაგ: შშმ)
“ქურდები”- უნივერსალურ სტიგმატიზაციას ექვემდებარებიან. კრიმინალურ ჯგუფებშიც კი, ჯგუფშიდა ქურდობა იკრძალება. მორალურ/რელიგიური წიგნები და სოციალიზაციის სავარჯიშოები ქურდობას ეწინააღმდეგებიან. ადამიანები, რომელთაც დაგროვილი აქვთ მატერიალური რესურსები, მეტად მოახდენენ ქურდების სტიგმატიზირებას, ხოლო ვისაც დაგროვილი აქვს ცოდნა, მეტად დაასტიგმატიზირებს პლაგიატორებს. ეკონომიკური კრიზისის დროს სტიგმატიზირების პროცესი ხშირდება, იმიტომ რომ რთულია მოპარული მატერიალური ქონების რამით ჩანაცვლება.თუმცა ქურდობა ყოველთვის არაა სტიგმატიზირებული - სხვა ჯგუფისთვის ზიანის მიყენება (მაგ: რობინ ჰუდი) ხშირად წახალისებულია. დასკვნა ისაა, რომ ქურდობის აქტი კი არ ისჯება, არამედ ჯგუფზე ტვირთად დაწოლა.
ქურდობა იწვევს ნეგატიურ ემოციებს იმ ადამიანებშიც, ვინც არ წარმოადგენს პირდაპირ მსხვერპლს. რაც უფრო დიდად აღიქმება დანაშაული, მით უფრო მეტად იწვევს დამნაშავის სტიგმატიზირებას და დისპოზიციური ტენდენციებით შეფასებას. სადამსჯელო ღონისძიება, რაც ციხეში მიღებული პრაქტიკაა- განაცალკევოს დამნაშავე ჯგუფის წევრებისგან. ავღანეთში ქურდობა ისჯება ხელის ამპუტირებით, რაც პოტენციურ დანაშაულის ჩამდენთა რიცხვს ამცირებს და გამოხატავს სიმბოლურად ჯგუფის შეუწყნარებლობას ამგვარი საქციელის მიმართ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები-იმის გამო, რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მამაკაცის მთავარი ფუნქცია იყო ნადირობა, თავშესაფრების აშენება და თავდაცვა, და ფიზიკური შეზღუდვების გამო ინდივიდი სარგებლობდა რესურსებით, მაგრამ ვერ ექვემდებარებოდა რეციპროკულობას, იგი ტვირთად აწვებოდა ჯგუფს და ხდებოდა მისი სიტგმატიზირება. ჯგუფში არსებობდა გარკვეული რაოდენობის პოზიციები, და ინდივიდი ვერ ახერხებდა მისთვის განსაზღვრული როლის შესრულებას, რადგან ალტერნატიული ნიშა არ იყო გამოყოფილი სხვა ფუნქციებისთვის. თუ არსებობდა ალტერნატიული როლი, რომლის შესრულებაც შეეძლო ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირსაც, ის ნაკლებად ხდებოდა სტიგმატიზირებული. იგივე შეიძლება ითქვას მენტალური შეზღუდვების მქონე ადამიანზეც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამოკიდებულება იყო ამბივალენტური - ერთის მხრივ, ბუნებრივი მიდრეკილების გამო, რომ უზრუნველყო შენი ჯგუფის წევრების კეთილდღეობა და მეორეს მხრივ, თავი აარიდო არარეციპროკულ ინვესტიციებს. თავარიდება არის საკმარისი ბიჰევიორალური პასუხი იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირს არ მისცე საშუალება, ტვირთად დაგაწვეს.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0