ბიოგრაფია ბერენ საათი - თურქული სერიალების გმირი, საინტერესო ცხოვრებით 2019, 12 მარტი, 11:51 ცნობილი თურქი მსახიობი, ბერენ საათი 26 თებერვალს 35 წლის გახდა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბერენის ცხოვრების ეტაპებზე, რომელიც წარმატებით გაიარა და გახდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი. შოუბიზნესის სამყარომ ბერენი პირველად "თურქეთის ვარსკვლავებიდან" გაიცნო. ამის შემდეგ, მისი პოპულარობა დღითი დღე გაიზარდა. თუმცა სანამ მის წარმატებულ კარიერაზე გადავიდოდეთ ვნახოთ სად და როდის დაიბადა მეგასტარი...
თურქეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ზუსტად ამ პერიოდში მან გადაწყვიტა სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა და მონაწილეობის თხოვა გაუგზავნა "თურქეთის ვარსკვლავებს", სადაც სეზონის ბოლოს მეორე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ დღემდე არავის ახსოვს, თუ ვინ გავიდა პირველ ადგილზე, რადგან ბერენ საათმა ის მთლიანად დაჩრდილა. ბერენ საათი ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში იყო შეყვარებული ბიჭზე, რომელსაც ეფე გურაი ერქვა. ამ უკანასკნელის დახმარებით ძლიერდებოდა ბერენ საათი, ეფეს დახმარებით ჩაეწერა "თურქეთის ვარსკვლავებშიც", საიდანაც მისი წარმატებული კარიერა დაიწყო. თუმცა საუბედუროდ მისი სიყვარული ადრეულ ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამ მოვლენამ ბერენზე ძალზედ ცუდად იმოქმედა და კარიერაზე აღარც კი ფიქრობდა.
პირველად ბერენ საათი გაბრწყინდა სერიალით - "გახსოვდეს ძვირფასო", შემდეგ სხვადასხვა სარეკლამო რგოლსა და ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა პირველი შედევრი ნამდვილად "გახსოვდეს ძვირფასო" იყო.
სერიალებისგან განსხვავებით, ფილმებში არცისე წარმატებული აღმოჩნდა მისი კარიერა. მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფილმებში: "საშემოდგომო ტკივილი", "ღამის ფრთები" და "მარტორქების სეზონი", თუმცა მოსალოდნელ წარმატებას ვერ მიაღწია.
"დღეს კიდევ ერთი წელი მომემატა, როგორც ვიცი ასაკთან ერთად ადამიანი უფრო დაუნდობელი ხდება. მაგრამ ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ჩემი ეფე მახსენდება. აი უკვე ხელის თითებზე აღარ ეტევა ის წლები, რამდენი ხნის უკანაც შენ სამუდამო დაკგარგე, შენი თავი ღმერთმა წამართვა, თუმცა მას ხომ ყოველთვის კარგები მიჰყავს თავისთან?... საბედნიეროდ ჩემი მეორე ცხოვრება გამოდგა ბედნიერებით აღსავსე. კენანი.... ის მე მახარებს და მაბედნიერებს, ეფეს ტკივილს მხოლოდ ის მიხშობს. კიდევ კარგი დავიბადეთ... კიდევ კარგი ვარსებობთ... მადლობა ყველას <3" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>თურქეთის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები ჩინეთში, ქალმა მოღალატე ქმარი და მისი საყვარელი ხეზე დააბა გასული საუკუნის 25 ისტორიული ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ! ქვეყნების მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით - რამდენია საქართველოს მოსახლეობა? სად გაქრა მალაიზიის თვითმფრინავი - აეხადა თუ არა საიდუმლოს ფარდა? "საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი 1850 4-ს მოსწონს
|