x
image
ღიმილიანი
რა უნდა ვიცოდეთ " Erasmus + "- ის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ და პროექტი, რომელმაც პორტუგალიასა და საქრთველოს შორის მანძილი შეამოკლა
" Create your reality "- ასე ერქვა პროექტს, რომელიც განხორციელდა 2018 წლის შემოდგომას, კუნძულ მადეირაზე, პორტუგალიაში.



image


პროექტში მონაწილეობდა 24 ახალგაზრდა: საქართველოდან, უკრაინიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან. სულ საქართველოს მადეირაზე წარმოადგენდა 6 მონაწილე.

პროექტის მთავარი თემა იყო მეწარმეობა და მას მასპინძელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Teatro Metaphora.


imageქართველი მონაწილეები დანარჩენ მონაწილეებთან




ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები " Erasmus + "-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და არის აფსოლუტურად უფასო.



imageფოტო ქართული ინტერკულტურული საღამოდან

სამუშო თემასთან ერთად ახალგაზრდული გაცვლების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია ინტერკულტურული საღამოები, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციას ეცნობიან.

რაც შეეხება " Erasmus +"-ს, ხშირად არსებობს გაურკვევლობა ამ პროგრამასთან დაკავშირებით: უნდა გადავიხადოთ თუ არა მგზავრობის თანხა? ფასიანია თუ უფასო მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ, ამიტომ გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას.


აი, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული პროგრამის შესახებ:


1. როდესაც აღნიშნული პროექტები ხორციელდება, ქართულ ორგანიზაციას შეუძლია იყოს მხოლოდ პარტნიორი, რადგან საქართველო არ არის ევროკავშივრის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში Teatro Metaphora

იყო აპლიკანტი, ხოლო საქართველო იყო პარტნიორი.

2. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი ძირითადად არის, 18-30 წელი, გაცვლით პროგრამებში ჯგუფს ჰყავს აუცილებლად ლიდერი, რომელიც შეიძლება იყოს 30 წელს გადაცილებული, ხოლო დანარჩენი მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი 30 წელია.

3. პროგრამა ფარავს მგზავრობისა და კვების ხარჯებს ანუ დაფინანსებულია სრულად. მაგალითად, თუ საქართველოდან თქვენ იხდით მგზავრობის ხარჯს, იგი აუცილებლად უნდა დაგიბრუნდეთ, პირადად მასპინძელი ორგანიზაციის მიერ ან საქართველოდან გამგზავნი ორგანიზაციის მეშვეობით.


რაც შეეხება თავად ქართულ ორგანიზაციას, რომელიც გაგზავნით საზღვარგარეთ, შესაძლოა იგი კონკურს სახით არჩევდეს მონაწილესა და იყოს საკომისიო თანხა გადასახდელი, თუმცა ეს ორგანიზაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.


ერთი რამ კი ცხადია, ერასმუს პლიუსის პროგრამები აფსოლიტურად უფასო და დაფინანსებულია როგორც ქართველი, ისე სხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის!


როგორ შეაფასებთ ამ პროგრამას, მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა აღნიშნული სახის პროექტებში? თუ კი, როგორია თქვენი გამოცდილება?


გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი









0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0