x
image
ელენე გუმა
რა ბედი ელის ანაკლიაში პორტის მშენებლობას - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:

"

ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტისადმი აგორებული მითქმა-მოთქმიდან და აჟიოტაჟიდან გამომდინარე, მკითხველებს ორიოდე წინასწარმეტყველებას შევახსენებთ როგორც კონკრეტულად ანაკლიასთან, ისე სხვა პორტებთან და ზოგადად შავ ზღვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული წინასწარმეტყველებები, რაღა თქმა უნდა, წარსულშია წარმოთქმული და გამოქვეყნებული როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში, ისე წიგნებში.
განმარტებისთვის: აღნიშნულ თემაზე ქალბატონ ლელა კაკულიას ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება აქვს ჩაწერილი, რომელთა ამ ფორმატში გამოქვეყნება მოუხერხებელია და რომლებიც საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე lelakakulia.ge - რუბრიკაში „გაზეთები“.
1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი.
შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება, წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები, ევროპელები. ყველა ჩაერთვება...
1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათი.
შავი ზღვა აუცილებლად გახდება სტრატეგიული ცენტრი ამერიკისა და ევროპისა. ვხედავ სამხედრო გემებს ნატოს შეიარაღებული ძალების ემბლემით.
1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.
საქართველოში შავი ზღვის სანაპიროების გასუფთავება და ათვისება დაიწყება, როგორც 1992 წელს აღვნიშნე, იაპონიის დახმარებით. იაპონიის ინტერესი დიდია და იმ უზარმაზარ კრედიტებს, რომელთაც იგი გაიღებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამას მომავალში ვხედავ.
იწყება შავი ზღვის ათვისება მეცნიერული და სამხედრო ხაზით. შიგ ზღვაში არის მეტად გამოსადეგი, რაღაც მოყავისფრო-მოყვითალო მასა, რომელიც საქართველოსთვის ოქროდ ფასობს.
გარდა ამისა, ამერიკა, თურქეთი, ინგლისი – ამ სახელმწიფოების ინტერესი დიდია სამხედრო ხაზით. ვხედავ წყალქვეშა გემებს საქართველოდან თურქეთისაკენ მიმავალთ. თურქები თითქოს წყლის არხს თხრიან, რათა გემები გაეტიონ. სამხედრო ფლოტს ვხედავ.
უკრაინა მყარ კონტაქტში იქნება საქართველოსთან − რუსეთს არავინ ეკითხება. აფხაზეთიდან აჭარამდე გადაჭიმული სანაპირო ერთ-ერთ ულამაზეს კუთხედ იქცევა საქართველოსი.
სოხუმში ამერიკელები გახსნიან ამერიკულ-ქართულ საზღვაო აკადემიას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებენ. შავი ზღვის ათვისების საქართველოს მეცნიერული ინსტიტუტი ან ცენტრი სოხუმში იქნება.
მნიშვნელოვან სამხედრო წყალქვეშა ბაზებს ვხედავ. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია. დიდი თანხები დაიხარჯება.
2014 წელი, 19 მარტი
საქართველოს შავი ზღვის ზოლი ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართული წყლები თურქეთს უერთდება და პირდაპირ ებმება ნატოს წევრი ქვეყნის წყლებს, სადაც ამერიკულ გემებს ვხედავ.
ვხედავ, პორტები შენდება ორ წერტილში: ფოთსა და ანაკლიაში.
აკეთებენ, აშენებენ და ეს არის ზუსტად წყარო იმისა, რომ ჩნდება სამსახურები, დასაქმდება ხალხი და მთელი დასავლეთი ზონა გამოცოცხლდება. ვხედავ, რომ რეალურად იქმნება ინფრასტრუქტურა _ არა მოჩვენებით, არამედ, რეალურად!
მართლა შემოდიან ბიზნესმენები და მართლა აბანდებენ ფულს, ქმნიან ბიზნესცენტრებს და ამმხრივაც საქმდება უამრავი ადამიანი. ამით მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი საქმით დაკავდება. ხალხი იმუშავებს და თავისი ფული გაუჩნდება.
2017 წელი, 6 ნოემბერი, 13:15 საათი

ვხედავ, პორტის მშენებლობა ანაკლიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადრევე მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს მას.

2009 წელი, 1 სექტემბერი, ურეკი.
ვხედავ ფოთის გაგრძელებას, სადაც სამხედრო გემები დგანან; ანუ შენდება სამხედრო პორტი. ასევე ბათუმშიც. ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომელიც ასრულდება ასი პროცენტით. ამერიკის გეგმა, საქართველო გახდეს კავკასიის ცენტრი, ნატოს წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რაც ასრულდება კიდეც ასი პროცენტით. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, ეს უკვე ძალიან ახლოსაა ყველაფერი!
2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.
ვხედავ, იწყება ფოთის პორტის მშენებლობა. დიახ, ის გეგმები და მონახაზები, რომლებიც დაამუშავეს ფოთის პორტის ასაშენებლად, მომავალში შავიზღვისპირეთში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს — ადგილს, რომელიც ძალიან დასჭირდება ევროპასა და ამერიკასაც. ასეა, საქართველო იყო და ყოველთვის იქნება „აბრეშუმის გზა...“
image
1
230
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
230
  
2019, 26 თებერვალი, 3:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1