x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ცხოვრობენ ფუფუნებაში: ნორვეგიის ციხე საშინელი დამნაშავეებისთვის უფრო კურორტს ჰგავს
image

არსებობს მოსაზრება, რომ უცხოეთის ციხეებში პატიმრებს ძალიან რბილი პირობები აქვთ. ზოგიერთი ნორვეგიის ან შვეიცარულ ციხეებს დედამიწაზე სამოთხეს ადარებენ. მათ აქვთ ინტერნეტი, გემრიელი საკვები გრაფიკის მიხედვით, მუშაობას არავინ აიძულებს - რა სჭირდება კიდევ პატიმარს? მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მართლაც ასეა? მოდით გავარკვიოთ.


image

ეშმაკის კუნძული

ნორვეგიის ტერიტორიაზე არის ციხე, სადაც დაახლოებით 100 პატიმარი იმყოფება. დაწესებულება ეშმაკის კუნძულზე მდებარეობს, სადაც მკვლელობაში, ძალადობაში, ნარკოვაჭრობის ბრალდებული პატიმრები ჰყავთ. ეს ადგილი მავთულხლართებით შემოღობილი არაა, აქ ძაღლები და ღობეები არ არის. ციხის თანამშრომლებს პატიმრებთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ. ეს უკანასკნელნი კი ციხიდან გაქცევაზე არც ფიქრობენ. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არა თავისუფლება შეზღუდულ გარემოში, არამედ გასართობ ბანაკში იმყოფებიან.



ეშმაკის კუნძულზე განთავსებული ციხე მთელ მსოფლიოში ცნობილია. ის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია, აქ ერთი შეხედვით რთულია მიხვდეთ, ვინ არის პატიმარი და ვინ ციხის თანამშრომელი. ორივე დროს შესანიშნავად ატარებს, სეირნობს და კარტსაც კი თამაშობენ. ციხე ექსპერიმენტალურია. აქ ცდილობენ პატიმრებს სწორი ღირებულებები მიაჩვიონ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ციხეს არ დაუბრუნდნენ.


image

პატიმრებთან მუშაობა

ციხე უკვე 35 წელია არსებობს. ამ დროის განმავლობაში ძველ საქმიანობას პატიმრების მხოლოდ 16% დაუბრუნდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. პატიმრები აქ კომუნალურ სახლებში ცხოვრობენ. კუნძულზე ყველაფერ ადამიანის მთავარ ღირებულებებზე, ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.


პატიმრებს აქ ასწავლიან, თუ ფერმაში ცხოველებზე სწორად როგორ იზრუნონ, როგორ მოჭრან ხე და ითევზაონ. უმეტესობა მათგანი თავისუფალ დროს თხილამურებით სრიალობს, ცურავს ან დარბის. ციხეს საკუთარი აღჭურვილი სანაპირო აქვს. პატიმრები ამბობენ, რომ ციხედან გამოსვლის შემდეგ სამუშაოს დაწყებასა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრებაზე ოცნებობენ.


ციხის ხელმძღვანელობა პატიმრების ფერმაში ცხოველების მოვლა-პატრონობის და ფიზიკური შრომით დაკავების შესახებ სურვილს ხელს უწყობენ. მუშაობას არავინ აიძულებთ, პატიმრები ამას ნებაყოფლობით აკეთებენ. სხვა ციხის პატიმრების უმეტესობა ეშმაკის კუნძულზე მოხვედრაზე ოცნებობენ, მაგრამ აქ გადმოსასვლელად იდეალურად მოქცევაა საჭირო. ამ ციხეში ბევრი მკვლელი ჰყავთ, მაგრამ უმეტესობამ ბევრ რამეს გადახედეს და საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.


image

კუნძულიდან გაქცევა

ციხე მავთულხლართებით შემოსაზღვრული არაა, ეს უბრალოდ საჭირო არაა. 32 წლის განმავლობაში ციხიდან გაქცევა მხოლოდ ერთმა პატიმარმა სცადა. ეს მაშინ მოხდა, როცა მასთან სტუმრად თავისუფლებაზე გასული მეგობარი მოვიდა. მათ ნავზე დამალვა სცადეს, მაგრამ მალე მარცხი განიცადეს. პატიმარი დაიჭირეს.


დამნაშავეები ციხიდან გაქცევას არც ცდილობენ, მათ ეს არ სჭირდებათ. ყველას კარგად ესმის, რომ მალე მათ დაიჭერენ, მაგრამ ეშმაკის კუნძულზე უკვე აღარავინ დააბრუნებს. ისინი სხვა ციხეში გადავლენ, სადაც უფრო მკაცრი რეჟიმია. როგორც უკვე მიხვდით, ნორვეგიის დანარჩენ ციხეებში ისეთივე ლიბერალური პირობები არაა, როგორც ეშმაკის კუნძულზე.


image

რეჟიმის განსაკუთრებულობა

აქ, პატიმრები და ციხის თანამშრომლები ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან. ბევრმა წლების მანძილზე დამეგობრებაც შეძლეს. აქ ტარდება სემინარები, რომლებიც ძალადობის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლისკენაა მიმართული. პატიმრებს მობილური ტელეფონები არ აქვთ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში სატელეფონო ჯიხურებიდან დარეკვა შეუძლიათ.


image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს

2. კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ

3. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

4. რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?

5. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

6. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

7. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

8. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

9. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

10. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
1683
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0