საზოგადოება ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ - ნახეთ, რა მოხდა თბილისის მეტროში 2019, 23 თებერვალი, 14:22 სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ელიაშვილი მეტროში მომხდარ ამბავზე წერს. "სამსახურიდან გამოსული ბოსტნეულის ნაცნობ მაღაზიაში ხილით დავიხუნძლე და "ქვეგრიალაში" ჩავედი . ამოსვლამდე წვნიანმა კეხურამ ბოშა ბავშვები გაახარა, ამოსვლისას კიდევ "ხარისხიან" პარკს ყური გაუწყდა და მთელი ხილი ხტუნვით ჩაიფანტა ესკალატორზე. მხოლოდ სახტად დარჩენილი პოლიეთილენი, ორი ვაშლი და საკუთარი გულიანი სიცილი შემრჩა ხელში. მხარზე კაკუნმა მიმახედა, ჩანთებში პარკების საძებრად მოფუთფუთე ადამიანების წინ, პატარა, ცამეტიოდე წლის ბიჭს ახალი პარკი და დაფანტული ხილის ნაწილი ეჭირა ხელში, ყრიდა და თან იღიმოდა, უცბად ხალხის ნაკადი ამოიტალღა ჩემკენ, ნაწილ-ნაწილ მოჰქონდათ და მივსებდნენ, ღმერთო რამდენი ღიმილი იყო.. სიცილიც . წინიდან ხმა მომესმა "აღარ გინდა, უშოვიათ უკვე ახალი.." და ვიგრძენი, რომ ჩემ თავს გადამხდარმა ამ უბრალო ამბავმა ყველა მოულოდნელად გაგვაერთიანა. შენიშვნა: ფოტო შემთხვევითია და არ ასახავს რეალობას 710 შეფასება არ არის
|