სხვა "ალი ბაბას საგანძური" შავი ზღვის სანაპიროებზე იპოვეს 2019, 22 თებერვალი, 14:53 ნაპოვნია საგანძური, რომლის ღირებულება არის დაუთვლელი, ძვირფასეულობაში არის სულთნის, ბაიაზიდი I-ის, მურად I- ის, ასევე ვენეციის, ბიზანტიის და ასე შემდეგ ოქროს მონეტები. დაახლოებით 900 ვერცხლის მონეტა, 11 ოქროსი და ბრინჯაოსი, 28 ვერცხლის და ბრინჯაოს ღილი, 11 საყურე და 2 ოქროს რგოლი . აი, ის რამდენიმე ძვირფასეულობა იმ 957 ნიმუშიდან, რომელიც ნაპოვნია შავი ზღვის სანაპიროზე დამარხულ თიხის ჭურჭელში. ნაპოვნ განძს უწოდეს ალი-ბაბას საგანძური. ასე ახსნა აღმოჩენა ბულგარეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმის დირექტორმა და არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბონი პეტრუნოვამ, რომელიც პასუხისმგებელია კალიაკის, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეში ნავოვნ აღმოჩენაზე. პრესკონფერენციაზე პეტრუნოვამ განაცხადა, რომ ღირებულ ნივთებს მომავალ წელს წარუდგენს საზოგადოებას, როდესაც დადგინდება მათი ზუსტი წარმომავლობა ანალიზით. პეტრუნოვამ დასძინა, რომ მისმა გუნდმა შეცვალა მათი დამოკიდებულება გათხრების მიმართ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა განუცხადა მათ, რომ მან დაინახა თავის ქალა, რომელიც მიწიდან ამოვარდა. "როდესაც ჩვენ დავიწყეთ გათხრა, ჩვენ ვიპოვეთ ნანგრევები, რომელიც განადგურდა ცეცხლით მე -15 საუკუნის დასაწყისში" - განაცხადა ბონიმ. პირველად იპოვეს ჩინეთში დამზადებული ნეფრიტის სამკაული, რომელიც თავისთავად უჩვეულო აღმოჩნდა ამ რეგიონისთვის. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ეს დეკორაცია იყო ბულგარეთის მეორე სამეფოს ერთ-ერთი ბოლო მონარქის, სანამ, ოსმალეთის იმპერიის მიერ იქნებოდა უზუმპირებული. მოგვიანებით არქეოლოგებმა იპოვეს ზემოთ აღნიშნული ვაზა. ცხადია, ეს იყო თათრების მიერ გატაცებული საგანძური, რომლებიც მეხუთმეტე საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ ამ ტერიტორიაზე"- აღნიშნა პეტრუნოვამ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მომენტში საგანძურის უცნობმა მფლობელმა დამალა განძი იმ იმედით, რომ მოგვიანებით დაიბრუნებდა, რაც არ მოხდა. თიხის ჭურჭელი მიწისქვეშ (სახლში) იყო დაფლული, მაგრამ ხანძრის დროს სახურავი ჩამოინგრა და საუკუნეების განმავლობაში, დღემდე იქ იყო დამარხული. - განმარტა პეტრუნოვამ. "თითქოს ჩვენ მე -14 საუკუნიდან მივიღეთ გზავნილი და ახლა მოვიდა დრო, დავადგინოთ, თუ რა მოხდა ისტორიის იმ დაძაბულ დროში კალიაკრის შუასაუკუნეების სტრატეგიულ ციხეში." - თქვა ბონი პეტრუვნოვამ. 735 შეფასება არ არის
|