x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უდიდესი თაღლითი- ვიქტორ ლუსტიგი.

image ვიქტორ ლუსტიგი იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი თაღლითი მსოფლიოში. დაიბადა ჩეხეთში 1890 წელს. სკოლის დამთავრებისას იგი უკვე ბრწყინვალედ ფლობდა 5 ენას. ჩეხურს, ფრანგულს, იტალიურს ინგლისურს და გერმანულს.მალე მან მიატოვა სახლი და გამგზავრა დასავლეთ ევროპაში.რამდენიმე წვრილი ქურდობისა და თაღლითობის შემდეგ იგი პარიზში დამკვიდრდა.აქ მან ბრწყინვალედ შეისწავლა პოკერი და ბრიჯი, რაც მისი შემოსვლის წყაროდ იქცა.იგი მოგზაურობდა გემით ამერიკაში და უკან პარიზში და "ფქცვნიდა" მგზავრებს ბანქოს თამაშით. 1920 წლიდან იგი ამერიკაში გადასახლდა იქ გააგრძელა "მოღვაწეობა".პირველი დიდი აფიორა მისგან ფულის საბეჭდი მანქანის გაყიდვა გახლდათ. შავი ყუთი ყოველ 6 საათში 100$ კუპიურას ბეჭდავდა. მან რამდენიმე "მანქანის" გაყიდვა მოასწრო თითოს 30 000$-ად და შემდეგ აორთქლდა.(მანქანის "მუშაობის" პრინციპი ასეთი იყო.წინასწარ ყუთში ჩადებული იყო 2 ან 3 ას დოლარიანი კუპიურა, რომელის ყოველ 6 საათში ყუთიდან გამოდიოდა, შემდეგ რა თქმა უნდა "მანქანა" აღარ "მუშაობდა".) მაგრამ მისი გრანდიოზული აფიორა ისევ პარიზში დაბრუნებისას იწყება.მან არც მეტი არც ნაკლები ეიფელის კოშკი გაყიდა!შემთხვევით გაზეთში ამოიკითხა, რომ შესაძლებელია ეიფელის კოშკი ან გაარემონტონ ან საერთოდ დაშალონ.მან არ დააყოვნა ეს იდეა ბრყინვალედ გამოიყენა. თავი ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის მოადგილედ გაასაღა, შეადგინა ყალბი საბუთები და მდიდრულ სასტუმროში მეტალო-მაგნატები მოიწვია.ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ეიფელის კოშკის უტილიზაციის "უფლება" ვინმე ანდრე პუასონს მიჰყიდა 50 ათას დოლარად. ლუსტიგი კვლავ ა.შ.შ-ში ბრუნდება.აქ მან კიდე რამდენიმე აფიორა განახორციელა. "გადაგდებულთა" შორის თვით მაფიოზთა ბოსი ალ-კაპონეც აღმოჩნდა! წარმოუდგენელია მაგრამ 30-იან წლებში იგი ბრუნდება პარიზში და ხელმეორედ ყიდის ეიფელის კოშკს, ამჯერად 75 000$-ად!!! მის "მოღვაწეობას" წერტილი დაესვა 1935 წელს, როცა ის ამერიკის სამართალდამცავებმა აიყვანეს და 15 წელი მიუსაჯეს.იგი ციხეში გარდაიცვალა 1947 წელს ფილტვების ანთებით.image

0
925
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0