x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საფრანგეთში მალე შესაძლოა ბავშვმა დედას "მშობელი 1" ან "მშობელი 2" დაუძახოს

ბავშვები

მალე საფრანგეთში თუ გამოიყენებთ ტერმინებს "დედა" და "მამა, " შეიძლება თქვენ დაგაჯარიმონ ან დაგაპატიმრონ დისკრიმინაციის გამო. ყოველ შემთხვევაში, კარგი არაფერი რომ არ დაგემართებათ, ფაქტია.


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მხარი დაუჭირა ტერმინების „დედა“ და „მამა“ შეცვლას ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2.“


შესწორდა განათლების კანონპროექტი. შესწორების მხარდამჭერები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, ლგბტ მშობლების მიმართ დისკრიმინაცია აღმოიფხვრება.



თუ კანონპროექტს ზედა პალატა, ანუ სენატი დაბლოკავს, ის საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.


თუ აღნიშნული კანონი დამტკიცდა, განათლების სამინისტრო მის მიერ გამოქვეყნებულ თუ ნებადართულ ყველა ტექსტში (მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებში) ჩანაწერებს „დედა“ და „მამა“ ჩაანაცვლებს „მშობელი 1“-ით და „მშობელი 2“-ით.


კანონპროექტის არის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, „საფრანგეთი, წინ“ წევრის, დეპუტატ ვალერი პეტის მიერ ინიცირებული.


პეტი ამბობს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომელთა წყალობით ლგბტ წყვილებს ოფიციალურად დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.


წარმოიდგინეთ, ბავშვი სკოლიდან დაღლილი რომ დაბრუნდება და დე, ყიყლიყო შემიწვიო, კი აღარ გეტყვით, მშობელო პირველო, ყიყლიყო შემიწვიო, რომ მოგახლით.


მაგრამ... განა "მშობელი 1" და "მშობელი 2" ნაკლები დისკრიმინაციაა?


იქნებ, ქალია ეს "მშობელი 1?"


მაშინ ეს იქნება მამაკაცების დისკრიმინაცია. ვინ ხარ შენ, პირველ ადგილს ქალს რომ აკუთვნებ?!


მაგრამ ვთქვათ, მამაკაცს ვუწოდეთ "მშობელი 1, " განა ეს ქალების დისკრიმინაცია არ იქნება?


იქნება, როგორ არ იქნება!


იქნებ, ყიყლიყოც დისკრიმინაციაა? ვინ მოგცა შენ უფლება, საბრალო ქათამს ექსპლუატაციას რომ უწევ და მის მიერ დადებულ კვერცხს პურთან ერთად ბრაწავ?


ყიყლიყოს კარაქში თუ ბრაწავ? ესეც შენი ორმაგი დისკრიმინაცია! რადგან ამით შენ ექსპლუატაციას უწევ საბრალო ძროხებს.


თუ მზესუმზირის ზეთში ბრაწავ? მაშინ მზესუმზირების ექსპლუატაციას ეწევი, ძმაო (თუ დაო).


ანუ რა გამოდის? რა და ყიყლიყო აღარ უნდა ჭამო, აი რა! უნდა იშიმშილო.


არამარტო უნდა იშიმშილო, სუნთქვაც უნდა შეწყვიტო. გაიხსენე, რამდენი ლგბტ ადამიანია მკვდარი. შენ კიდევ, დამდგარხარ ბიჭო და სუნთქავ?! თავხედო, შენ!


რომ სუნთქავ, განა ეს არ არის გარდაცვლილი ლგბტ ადამიანების ან შავკანიანების დისკრიმინაცია?


არის, ბატონო.


ხეებზე რომ არ ვცხოვრობთ წინაპრებივით და დედამიწაზე დავაბიჯებთ? რამდენი გარდაცვლილი ლგბტ ადამიანია, შეიძლება, მათ გამქრალ საფლავებზეც კი დავდივართ, ვქეიფობთ ან ვჟიმაობთ, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის (მათ შორის ლგბტ ადამიანის) სხეულის 80 %-ზე მეტი წყლისგან შედგება, რაც სიკვდილის შემდეგ ნიადაგში გაიწოვება და მდინარეებს, ზღვებს, ტბებს და ოკეანეებს, ასევე ღრუბელს და ნისლს უერთდება, აღარც წყალი უნდა დალიო, აღარც იბანაო და საერთოდ, მოეშვი რა ამ მაიმუნობა ჭყუმპალაობას და დისკრიმინაციას!


დედამიწა? მზიდან მესამე პლანეტა რომ არის და მშვენიერ ადგილას წამოტყლარჭულა, მარსმა, იუპიტერმა, სატურნმა, ურანმა, ნეპტუნმა და პლუტონმა რაღა დააშავეს, განა ეს არ არის ჩამოთვლილი პლანეტების დისკრიმინაცია? განა მათ არ უნდათ მზესთან სიახლოვე?


მზე რომ გალაქტიკის ცენტრთან უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო დაშორებული ვარსკვლავები?


მოვითხოვ ახალ, არადისკრიმინაციულ წესრიგს ასტრონომიაში!


აგრეთვე სასწრაფოდ მოვითხოვ ფრანგი მწერლების წიგნებით კოცონის აგიზგიზებას ტრიუმფალურ თაღთან! ფრანსი, რაბლე, ბეკეტი, პრუდომი, სარტრი, კამიუ, ვიიანი, პრუსტი, ჟიდი, როლანი, პრევო, მოპასანი, ზოლა, გოტიე, რუსო და ვოლტერი პირდაპირ იყენებდნენ ამ თავზარდამცემ... ამ... ამ... ყოვლად საშინელ ტერმინებს "დედა" და "მამა."


კოცონზე, ყველაფერი კოცონზე.


დავწვათ, დავწვათ, დავწვათ.



0
34
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0