სასარგებლო პროდუქტები პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ 2019, 16 თებერვალი, 13:15 მოდით შევთანხმდეთ, რომ ქვემოთ მოცემული პროდუქტები სასწაულს არ მოახდენს და დამოკიდებულებას არ გააქრობს. ეს მხოლოდ ის პროდუქტებია, რომლებიც თქვენს ნებისყოფასთან ერთად მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ. ეს პროდუქტები პირველი სტრესული პერიოდის განმავლობაში გვეხმარებიან, როცა გაძლება და მხარდაჭერა გვჭირდება.
![]() ბადრიჯანი მოწევისთვის თავის დანებების დროს მთავარი ტანჯვა ნიკოტინის მჟავის დეფიციტია, რადგან ორგანიზმი მასზე მიჩვეულია და მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. ნიკოტინთან განშორება ასეთი მტკივნეული და მკვეთრი რომ არ იყოს, ნიკოტინის პლასტირები მოიგონეს, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო, მარტივ და იაფ პროდუქტს - ბადრიჯანს გირჩევთ. მასში ნიკოტინის მჟავა შედის, მაგრამ სიგარეტისგან განსხვავებით სასარგებლოა, მაგ., ნერვებისთვის. ნარკოლოგები მოწევისთვის თავის დანებების მსურველებს ყოველდღე ამ ბოსტნეულის მირთმევას ურჩევენ. ეს დეპრესიისგან დაგიცავთ. რძე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოწევის წინ ცივი ან თბილი რძის დალევა, სიგარეტის გემოს ძალიან ცუდს ხდის. თუ ყოველი მოწევის წინ ასეთ მანიპულაციას ჩაიტარებთ, ორგანიზმი პროცესიდან სიამოვნებას ვეღარ მიიღებს და მალე საერთოდ გადაუყვარდება. ![]() ციტრუსი მათი მჟავე გემო მოწევის განწყობას აქრობს. მოწევის სურვილის შესამცირებლად მანდარინი, ფორთოხალი ან ლიმონის ნაჭერი ჭამეთ. ასევე, ციტრუსი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც მწეველის სხეულში ყოველთვის დეფიციტშია, რადგან სიგარეტის ტოქსინები მას ანადგურებს. ![]() ბროკოლი ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი დამცველია. ამ ომში სულფორაფანის შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა, რადგან ის უჯრედების ტოქსიკურ მოწამვლას აფერხებს და მათ ნიკოტინისგან იცავს. და კიდევ.... ასევე დაგეხმარებათ მწვანე ლობიო, ისპანახი, პომიდორი, ახალი ყაბაყი და ნიახური. მათგან სალათი მოამზადეთ და ჯანმრთელობის სასარგებლოდ მოწევა შეწყვიტეთ. მოწევის სურვილის დროს ნიახური მიირთვით. ის სიგარეტის გემოს კარგად აფუჭებს, მოწევის „მადას“ დაგიკარგავთ. ![]()
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
805 შეფასება არ არის
|