ფსიქონევროლოგია 10 ჩვევა, რომელიც ზიანს აყენებს თავის ტვინს და მეხსიერებას ანადგურებს 2019, 26 თებერვალი, 15:43 ეს ჩვევები მნიშვნელოვნად ზრდის ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს! ჩვენი ტვინი ცვეთას განიცდის იმ ქმედებებისგან, რომლებსაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვანიჭებთ და სახიფათოდ არ მივიჩნევთ. უფრო სწორად, არ ვიცით, თუ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ამ 10-მა ჩვევამ, რომელიც ქვემოთ არის განხილული: 1. საუზმეზე უარის თქმაძალიან ბევრი ადამიანი უარს ამბობს საუზმეზე: ზოგი ხდება, ზოგიც იმიტომ, რომ სასწავლებელში ან სამუშაოზე ეჩქარება და ვერ ასწრებს... და ეს, თითქმის ყოველდღე მეორდება. არიან ისეთებიც, რომლებსაც დილაობით საკვების მიღება არ მოსწონთ. როდესაც ამას ვაკეთებთ, ტვინს – ჩვენი ორგანიზმის მართვის ცენტრს, აუცილებელი საკვები ნივთიერებების გარეშე ვტოვებთ. საუზმეზე უარის თქმა იგივეა, – ცარიელი ავზით, მანქანით გამგზავრება რომ სცადოთ. გაგრძელება >>> 2. ზედმეტის ჭამასაჭიროზე მეტი საკვების მიღება, თავის ტვინის და გულის არტერიებს აზიანებს. ინსულტის შესახებ, ალბათ, ყველას გაუგია. მაგრამ, არის მიკრო ინსულტიც, რომელიც შეიძლება ადამიანმა ისე გადაიტანოს, რომ ვერც გაიგოს, მაგრამ ის ტვინის უჯრედებს აზიანებს. 3. მოწევასიგარეტის მოწევა რომ მავნებელია, ამაზე ბევრი საუბარი და მჯელობა საჭირო არ არის, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თუ ადამიანი ეწევა, ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების რისკი ბევრად იზრდება. 4. დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარებაშაქარი ორგანიზმს ცილების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას უშლის ხელს, იწვევს ტვინის დეფორმაციას. მაგრამ, ამავდროულად, გლუკოზა, რომელსაც შაქარი შეიცავს, აუცილებელი საკვებია თავის ტვინისთვის და მაშინაც კი, თუ ადამიანი დიეტაზეა, შაქრის სრულად გამორიცხვა რეკომენდებული არ არის. შაქარი ისე უნდა მოიხმაროთ, რომ მისი დღიური რაოდენობა 5-6 ჩ. კ. არ აღემატებოდეს (დიეტის დროს, 2 კოვზი მაინც უნდა მიიღოთ). 5. დაბინძურებული ჰაერით სუნთქვაეს, რა თქმა უნდა, ცალკეული ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, ამ ინფორმაციის ცოდნა აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ: დიდი ქალაქები, როგორც წესი, დაბინძურებულებია, რაც თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. 6. ძილის ნაკლებობაბევრ ადამიანს ჩვევად აქვს გადაქცეული — მცირე დროით ძილი. ძილი აუცილებელია, რომ ტვინმა გარე გამაღიზიანებლებისგან დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. გაგრძელება >>> 7. თავზეგადახურული ძილიშეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იშვიათობა არ არის. ბევრ ადამიანს ძილი თავზე დახურულს უყვარს (პლედის ან საბნის გადაფარება და ჰაერისთვის ნაპრალის დატოვება). პრობლემა ის არის, რომ ასეთ დროს, თავის ტვინი ჟანგბადით ცუდად მარაგდება, რაც მის დაზიანებას იწვევს. 8. მუშაობა, ავადმყოფობის დროსმუშაობა, ავადმყოფობის დროს — ძალიან სახიფათო ჩვევაა. თუ ადამიანი იმუნიტეტის დაქვეითების დროს მუშაობს, მისი თავის ტვინი ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის. ავადმყოფობის დროს, ორგანიზმს და მათ შორის ტვინსაც, დასვენების საშუალება უნდა მიეცეს, რომ მან ავადმყოფობასთან ბრძოლა და აღდგენა შეძლოს. 9. აზროვნების მოდუნებააზროვნება — თავის ტვინის უმთავრესი საქმიანობა არის. თუ ადამიანი დღის მანძილზე დროის უდიდეს ნაწილს უსაქმოდ ატარებს, ის დიდ დანაშაულს სჩადის საკუთარი ტვინის წინაშე. იკითხეთ, უყურეთ, ამოხსენით თავსატეხები და გამოცანები, დაკავდით ხელოვნებით, ისწავლეთ უცხო ენა და ა. შ. 10. დუმილიურთიერთობა — ტვინის სტიმულირების საუკეთესო ხერხია. ნუ იქნებით ჩუმად, ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თუ მარტო ცხოვრობთ და იმ დღეს სახლიდან გასვლას არ აპირებთ, დაურეკეთ ნაცნობ-მეგობრებს და ესაუბრეთ — ეს ყოველდღიური თერაპიაა თავის ტვინისთვიდ და მისი გაცდენა არ შეიძლება. გარე სამყაროსგან იზოლირება, ტვინს ახალი ემოციების და განცდების საშუალებას არ აძლევს და შესაძლებელია, ამან ტვინის მოქმედების ატროფირება გამოიწვიოს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:მეცნიერთა რეკომენდირებით! სასარგებლო რჩევები თავის ტვინისთვის 10 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ 25 რამ, რაც ყველამ, ყოველდღე უნდა გააკეთოს რა გავლენას ახდენს ლანძღვა და ჩხუბი ადამიანის ჯანმრთელობაზე 1168 3-ს მოსწონს
|