კერძები ხორცისაგან როგორ მოვამზადოთ ქათმის უგემრიელესი კოტლეტი "Ажур" 2019, 13 თებერვალი, 14:27 კოტლეტს ყველა ოჯახში ამზადებენ და ვფიქრობთ, რომ ეს კერძი ერთ - ერთი ყველაზე საყვარელი კერძია ნებისმიერი თქვენთაგანისათვის. გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი სახეობის კოტლეტი, რომელსაც კიევურ კატლეტსაც კი უწოდებენ თუმცა მას დღევანდელ სამზარეულოში"Ажур" ჰქვია. ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი საყვარელი კერძი გამოჩნდება, რომელიც ქათმის კოტლეთ არის ცნობილი და რომლის გემოც გპირდებით არასოდეს დაგავიწყდებათ.საჭირო ინგრედიენტებია: კარაქი - 100 გრამი; ქათმის კვერცხი - 1 ცალი; ნიორი - სამი კბილი; კამა - 20 გრამი; ოხრახუში - 20 გრამი; ხორცის სუნელი - 1 ჩაის კოვზი; პურის ფქვილი - გემოვნებით; ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი; წითელი წიწაკა - გემოვნებით; ქათმის ფილე - 700 გრამი.როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი კოტლეტი? დავჭრათ კარაქი კუბიკებად და 10 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ საყინულეში. ამავდროულად ვამუშავებთ ქათმის მკერდს. პირველ რიგში გავრეცხოთ კარგად და გავამშრალოთ ქაღალდის პირსახოცით. ცალკე თასზე ვჭრით კამას, ოხრახუშს წვრილად, ნიორს ვჭყლეტთ, ქათმის კვერცხს, მარილს, წიწაკას და სუნელს შესაბამისი ოდენობით ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ გაყინულ კარაქს.ცალკე ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებთ ქათმის ფილეს უკვე გამშრალებულს და თასზე მომზადებულ მასაში ვავლებთ მომზადილ ფარშს. მაშ ასე - ფარში მზადაა და ვიწყებთ შეწვას. ტაფაზე დავასხათ ორი სუფლის კოვზი ზეითუნის ზეთი და როცა გაცხელდება, პურის ფქვილში ამოვლებულ გუნდებად მომზადებულ კოტლეტს ვაწყობთ ტაფაზე. აუცილებელია თითოეული გვერდი სამ - სამი წუთი გვეწყოს ტაფაზე კოტლეტის ოქროსფერად გახდის მიზნით.გემრიელად მიირთვით და დამერწმუნეთ მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. 279 5-ს მოსწონს
|