ისტორიული გრიგოლ რობაქიძე რუსეთის შესახებ 2019, 13 თებერვალი, 2:14 "ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი - ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართელო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის განმგებლად და ავად თუ კარგად, თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი, არამცთუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი, ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქარველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი." 1960-იანი წლების დასაწყისში გადაწყვეტილი იყო გრიგოლ რობაქიძის წარდგენა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, რასაც სამწუხაროდ ხელი შეუშალა დიდი მწერლის გარდაცვალებამ. ასევე დაგაინტერესებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე2. 160 სამეცნიერო სტატია3. ქართული მითოლოგია - დალი4. ნიკოლა ტესლა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ5. ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის ეპიდემია" ევროპაშიავტორი: თორნიკე ფხალაძე1575 3-ს მოსწონს |
ყოველი ახალი მტერი წინამავალზე უარესია ! ___ ანუ ზოგადქართული უბედურება დასაბამიდან მოაქჟამამდე ის არის, რომ ახალი მტრის ამოცნობის თუ მიგნების უნარი ქართველებს #არასოდეს არ ჰქონიათ და არც დღეს აქვთ!!!
... არადა, სრული გაცამტვერების მოსურნე მტრის გარეშე არც ერთ დროსა და სივრცეში საქართველოს არ უცხოვრია და დღევანდელი დღე რა პრინციპით უნდა იყოს გამონაკლისი ?!
ორჯონიკიძე-მახარაძეეს რა დალევს 21-ეშიც...
When another enemies used to enter Georgia, it would collapse, crush it and run again on their way, but Georgia always remained self-governing, self-dependent, self-like, and ill or well, taking care of its own internal and external affairs.
The Russians, when they came to Georgia, immediately penetrated the Georgian nation in the depths of their souls and wanted to degenerate it from within and from the bases, to destroy its peculiarity. They gradually destroyed our national school, law, introduced its own laws, prisons, schools, barracks, way of life and by their Mongol-Slavic insidiousness and petrify, they made this task so successfully, that even today - even after the collapse of Russian Empire, not even the old generation but the new generation has not yet come to their senses and some of us think, sing and sneeze in Russian. Only some blind and deaf or a stubborn and traitorous Georgians can not see the abyss, that Russia has prepared for the Georgian nation."
Great Georgian author, writer Grigol Robakidze.
Translator: Tornike Pkhaladze