კინო როგორ გადაიღეს ყველასთვის საყვარელი კომედია "კავკასიელი ტყვე ქალი" 2019, 11 თებერვალი, 16:10 რეჟისორი ლეონიდ გაიდაის კომედია "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკას ახალი თავგადასავალი" 1966 წელს გამოვიდა. ფილმი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა და ახლაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ის მუდმივად გადის სატელევიზიო არხებზე. სხვათა შორის, ფილმის შექმნის ამბავი არანაკლებ საინტერესოა. 1965 წელს გადაღებული კომედიის "ოპერაცია ი და შურიკის სხვა თავგადასავლების" წარმატების შემდეგ, ლეონიდ გაიდაიმ გადაწყიტა, გაეგრძელებინა ფილმი. ფილმი უნდა შემდგარიყო ორი ნოველისგან. "კავკასიელი ტყვე ქალი" პირველი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილში უნდა მომხდარიყო შურიკას შეხვედრა თოვლის კაცთან, რომლის უკან იმალებოდნენ მშიშარა( გიორგი ვიცინი), ბალებსი (იური ნიკულინი ) და გამოცდილი (ევგენი მორგუნოვი), ცნობილი ტრიო რეჟისორ ლეონიდ გაიდაის ფილმებიდან. კინოსტუდიამ მხოლოდ პირველი ნოველა დამტკიცა, ასე რომ ჯგუფმა დაიწყო გადაღებები. 250 1-ს მოსწონს
|