ვარსკვლავები დღეს ბარსელონას ქუჩებში ცხოვრობს მოდელი, რომელიც მილიონერი იყო გასული საუკუნის 80 - იან წლებში ( + ფოტოები ) 2019, 10 თებერვალი, 10:10 გასული საუკუნის 80 იან წლებში ესპანელი ლამაზმანი ნასტასია ურბანო გახდა ერთ - ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მსოფლიო სამოდელო ისტორიაში.მისი კარიერა ჟურნალ "Vogue" დაიწყო და სახე იყო ლეგენდარული არომატული კომპანიის "Opium Yves Saint Laurent" ასევე "Revlon", შესაბამისად მისი ჰონორარიც მილიონებს ითვლიდა. რუტ შულერი, რომელიც ნასტასიასთან მუშაობდა ამბობს: - "ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო.ეს არავის დაუმსახურებია და განსაკუთრებით ნასტასიას.ჩვენ ყველანი ვიყავით პრინცესები და ის ღვთისგან რჩეული იყო".გაიგეს რა მისი მდგომარეობა ყოფილმა კოლეგებმა, გადაწყვიტეს ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ მისი ფეხზე დადგომისთვის.ისინი თვლიან, რომ ურბანოს შეუძლია მიუხედავად ასაკისა, კვლავ მოსინჯოს და ისევ დაიმკვიდროს ადგილი სამოდელო კარიერაში, რამდენადაც დღევანდელ დროში 57 წელი არც თყ დიდი ასაკია.თუ ვერ შეძლებს პოდიუმზე თავისით გავლას, ისინი მოიწვევენ სამოდელო პრესკონფერენციას, გამოსვლას და ჩვენებას. გამოუვა თუ არა ნასტასიას კვლავ დადგეს ფეხზე, ამას დრო გვიჩვენებს. 374 4-ს მოსწონს
|