x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლები

გამანადგურებელი ან კიდევ ავიაგამანადგურებელი არის საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების ჰაერში განადგურება. იგი აგრეთვე გამოიყენება სახმელეთო მიზნების (ობიექტების) გასანადგურებლად და საჰაერო დაზვერვის საწარმოებლად. გამანადგურებელი წარმოადგენს რეაქტიულ ზებგერით თვითმფრინავს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში და აღჭურვილია სარაკეტო, ბომბდამშენი და საარტილერიო შეიარაღებით, რადიოელექტრონული და სხვა კომპლექსით.


image





ჩვენდა სამწუხაროდ მსოფლიო მაშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო ოპერაციები. განსაკუთრებით მსოფლიო ყურადღებას იპყრობს აზიაში მიმდინარე ცივი ომი, რომელსაც შიგა და შიგ მძვინავარე, ცხელი წერტილები თან ახლავს. ასეთ სიტუაციებში სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავებს დიდი როლი უკავიათ. ხშირ შემთხვევებში შეტევები ამ იარაღების საშუალებით ხორციელდება. დღევანდელ სტატიაში თქვენთვის გავაერთიანეთ ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლების სია, რომლებზეც მოწინავე ქვეყნები ასტრონომიულ თანხებს იხდიან.



EA-18G Growler (102 მილიონი დოლარი) - Boeing-ის ფირმის გამანადგურებელი აშშ-ს საკუთრებაა. მრავალფუნქციონალურ გამანადგურებელს ასევე აქვს მტერთან კომინიკაციის შეწყვეტის ფუნქცია. გამანდგურებელი შეფასებულია 102 მილიონ დოლარად.


image





V-22 Osprey (118 მილიონი დოლარი) - თვითმფრინავი პირველად 2007 წელს, ერაყის ომში იქნა გამოყენებული. ვიზუალით ძალიან ჰგავს ვერთმფრენს, თუმცა უფრო სხარტი და სწრაფია. იტევს 30 პერსონას, შეფასებულია 118 მილიონ დოლარად.


image





F-35 Lightning II (122 მილიონი დოლარი) - ლოხიდ მარტინის ფირმის გამანადგურებელი დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა, თუმცა წილი აშშ-საც აქვს. შეფასებულია 122 მილიონ დოლარად.


image





E-2D Advanced Hawkeye (232 მილიონი დოლარი) - განახლებული რადარული სისტემით და სხვა ნებისმიერ გამანადგურებელზე 300 ჯერ უფრო უკეთესი ხედვის აღჭურვილობით, განახლებული ჰოვკი შეფასებულია 232 მილიონ დოლარად.



image





VH-71 Kestrel (241 მილიონი დოლარი) - ზუსტად ამ ვერთმფრენით მოგზაურობს აშშ-ს პრეზიდენტი. ყველაზე მეტად ვერტმფრენს ბარაკ ობამა იყენებდა, ექსპერტების აზრით ეს ობამას მეორე ოფისი იყო, თუ არ ჩავთვლით თეთრ სახლს, ყოფილი ლიდერი დროის უმეტეს ნაწილს ამ სამხედრო ვერტმფრენში ატარებდა. გამანადგურებელი შეფასებულია 214 მილიონ დოლარად.


image





P-8A Poseidon (290 მილიონი დოლარი) - კიდევ ერთი ბოინგის ფირმის წარმომადგენელი. უძლებს დიდ ტვირთს, ატარებს რაკეტების სისტემას და ბომბებს. შეფასებულია 290 მილიონ დოლარად.


image





C17A Globemaster III (298 მილიონი დოლარი) - ამ გამანადგურებელს იგივე ძრავი უყენია, რაც ბოინგ 737-ს (სამოქალაქო თვითმფრინავი). ერთბაშად შეუძლია 107 პარაშუტისტი დატოვოს დანიშნებულების ადგილას. შეფასებულია 298 მილიონ დოლარად.


image





F-22 Raptor (350 მილიონი დოლარი) - ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი მთელ მსოფლიოში. მისი წარმოება პირველად ცივი ომის პერიოდში დაიწყო, გამოყენების უფლება მხოლოს აშშ-ს სამხედრო არმიას ეკუთვნის. ერთადერთი ასლის ღირებულება 350 მილიონი დოლარია.


image





B-2 Spirit ( 2.4 მილიარდი დოლარი) - ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებელი მსოფლიოში, რომელსაც ასევე "სულს" უწოდებენ. გამანადგურებელი ფაქტიურად ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც რადარების შიში არ გააჩნია. რათქმაუნდა ფასიც საოცარი აქვს - 2 400 000 000 დოლარი.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი














<<<<<იხილეთ ასევე>>>>>



მცენარე, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს: ყველაფერი კურკუმას შესახებ!

image


როგორი იქნება 2019 წელი თევზებისთვის?

image


დღემდე აქტიური, 6 შოკისმომგვრელი რიტუალი ქალების მიმართ!

image



სამზარეულოში დამონტაჟებულმა კამერამ, გარდაცვლილი შვილის მოჩვენება დააფიქსირა...

image



15 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ!

image


"მახვილის ამღები მახვილითვე იღუპება“ - აი, რატომ არ უნდა ვეხუმროთ განგებას?

image


კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით...

image



16 მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწაზე ყოველდღე რაღაც საოცრება ხდება!

image

3
1761
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1761
  
2019, 13 თებერვალი, 23:51
წყაროს ავტორებიც ადამიანები არიან, ხდება ხოლმე, სტატია კი ძალიან საინტერესოა.
2019, 13 თებერვალი, 21:55
გასაგებია. წყაროზე დაყრდნობით დავწერე. მადლობა
2019, 13 თებერვალი, 18:05
უმაგრესი სტატიაა, თქვენის ნებართვით მხოლოდ ერთ შეწორებას შევიტანდი.
B-2 Spirit-გამანადგურებელი არაა, "სტელს" ტექნოლოგიით აგებული სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენია.
0 1 3