x
image
ვიზა კოხაძე
რა მოხდება, თუ ყოველდღიურად კვერცხს მივირთმევთ?

imageრა მოხდება ადამიანის ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად კვერცხს მივირთმევთ? კვერცხი ზოგადად ცუდი რეპუტაციითაა ცნობილი, როგორც ქოლესტერინის წარმომშობი, რაც ანადგურებს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაძლოა, ეს არცთუ შორსაა რეალობისგან, მაგრამ არა გადამეტებით. ჩვენ გეტყვით, რომ არ არის საჭირო, გაექცეთ კვერცხს. დიახ, ის წარმოქმნის ქოლესტერინს, თუმცა ბოლო წლებია დავასკვენით, რომ მისი ჭამა არანაირად არ უკავშირდება თქვენს არტერიას. არ არსებობს კავშირი კვერცხსა და ქოლესტერინის მაღალ მაჩვენებელს შორის, ასევე გულის დაავადებებს შორის. უმჯობესია, გავეცნოთ ზოგიერთ მიზეზს, რატომ არ უნდა ვჭამოთ ყოველდღე კვერცხი და როგორ უნდა მოვიქცეთ? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, როგორი ხარისხის კვერცხს ვყიდულობთ. კვერცხი ცილის ფანტასტიკური წყაროა - 6 გრამი ერთ კვერცხში.imageის შეიცავს ძლიერ ამინომჟავას, დიდი რაოდენობით ვიტამინ B-ს, დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ A- ს, ანუ ბეტა-კაროტინს, რაც დამცავ საშუალებად გვევლინება თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კვერცხი ეხმარება ადამიანს, თავიდან აიცილოს გლაუკომის, კატარაქტის, მაკულარული დეგენერაციის გამოვლინება.

გსურთ, გამოიკვლიოთ სხეულის ყველაზე მსუქანი ნაწილი რომელია? რა თქმა უნდა ტვინი, რომელიც შედგება თითქმის 60 % ცხიმისაგან. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შევიტანოთ კვერცხი ბედნიერი და ჯანსაღი ტვინის მხარდასაჭერად.imageimageამიტომაცაა, პედიატრები მცირეწლოვან ბავშვებზე კვერცხის მიღებას ურჩევენ მშობლებს, რათა ადრეულ ასაკში მოხდეს მათი ტვინის კარგად განვითარება.თუ თქვენ გაინტერესებთ, რა დოზით გვაქვს ქოლესტერინი ორგანიზმში, მარტო არა ხართ. კვერცხი აუცილებელია მეხსიერების, განწყობის, კუნთების კონტროლის და სხეულის სხვადასხვა ნაწილების რეგულარული ფუნქციონირებისთვის.

ასე რომ, აუცილებელია ვიცოდეთ, სად ვყიდულობთ კვერცხს. ცუდი, გაუგებარი წარმომავლობის კვერცხის ჭამა ძალიან საზიანოა, მაგრამ ქორფა კვერცხი აუცილებელია ყველა იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ცნობისათვის, კვერცხი, რომელიც დიდი ოდენობით B ვიტამინს შეიცავს, ხელს უწყობს ძლიერი, ჯანსაღი თმის ზრდას - წერს dailymail.

0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0