ქალი და მამაკაცი 8 რამ, რაც საყვარელი ადამიანის გულისთვისაც კი არ უნდა გააკეთოთ 2019, 4 თებერვალი, 21:47 ![]() 1.არ შეცვალოთ თქვენი წარმოდგენა მომავალზე ![]() ურთიერთობის დასაწყისში, ეიფორიის გავლენით თუ ურთიერთობაში კომფორტის გამო, ჩვენ ხშირად ვამბობთ უარს იმაზე, რასაც სინამდვილეში ვიმსახურებთ და უფრო ნაკლებს ვჯერდებით. თუმცა, გახსოვდეთ, არც ახლა და არც მომავალში ასეთი გადაწყვეტილება ბედნიერებას არ მოგიტანთ. 2.უარი თქვით გამუდმებულ მსხვერპლშეწირვაზე ამ პუნქტში უფრო წვრილმანი ცხოვრებისეული მომენტები იგულისხმება. ურთიერთობა - ეს პირველ რიგში პარტნიორობაა.ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს იდეალურ ვითარებაში. გასაკვირი არაა, რომ თუ ერთ პარტნიორს გამუდმებით უწევს რაიმეს კეთება, ვიდრე მეორეს ( იქნება ეს ფინანსური პრობლემები, ემოციური მხარდაჭერა თუ უბრალოდ სახლის საზრუნავი) და სიტუაციის გამოსწორებას არანაირი საუბრები არ შველის, სიყვარულს თანდათან ბზარი უჩნდება. ყველა ადამიანი ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს. ამიტომ, ნუ დახარჯავთ თქვენს ძვირფას დროს იმაში, რომ ასიამოვნოთ ისეთ ადამიანს, რომელიც საპასუხოდ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. 3. არ მოითმინოთ ფსიქოლოგიური ძალადობა ![]() 4.არ გახდეთ დამოკიდებული ურთიერთობის დასაწყისში, როცა ემოციები და გრძნობები ადამიანს სრულიად მართავს, ეჩვენებათ, რომ პარტნიორის გარეშე ცხოვრება ინტერესს კარგავს და დაშორება უჭირთ. ხდება ისე, რომ ამ დროს შეყვარებულები ცხოვრებიდან ამოვარდნილებივით არიან, მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნით არ შეიძლება. როცა პარტნიორის გვერდით ყოფნის სურვილი მოთხოვნილებად იქცევა, თქვენ ამ დროს შესაძლოა საზღვარი დაკარგოთ გატაცებასა და დამოუკიდებლობას შორის. ეს ცუდია იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადამიანს მიდრეკილება აქვს ასეთი ქცევისადმი. თუმცა, უფრო უარესია, თუ ერთმა პარტნიორმა ეს ფაზა უკვე დაასრულა და მეორე კი ჯერ ისევ ეიფორიის ტყვეობაშია. 5. არ დააიგნოროთ “ქიმიის" არარსებობა ![]() 6.არ მისცეთ უფლება, დაგაკომპლექსონ ხდება, რომ კრიზისულ ეტაპზე პარტნიორმა შესაძლოა უხეშად მიგითითოთ თქვენს ნაკლზე. გრძნობების გამო, ჩვენ ასეთი საქციელი შესაძლოა გავატაროთ, მაგრამ გახსოვდეთ, ეს ყველაზე მოკლე და კარგი გზაა ზედმეტი კომპლექსების “ასაკიდებლად". არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ თქვენი მისამართით ასეთი მოპყრობა. თუ პარტნიორი თავის შეცდომას მიხვდება, ძალიან კარგი, მაგრამ თუ ისევ და ისევ გააგრძელებს თქვენი მისამართით შეურაცხყოფის გამოვლენას, დროა, უკანმოუხედავად წახვიდეთ. 7.თქვენი წრე ვიწროვდება ![]() 8.არ შეურიგდეთ უკომპრომისობას თუ თქვენ ჩინური სამზარეულო გიყვართ, თქვენს პარტნიორს კი იტალიური, მაშინ თითოეული ცალკე უკვეთავთ ან მოილაპარაკებთ და სამშაბათს ჩინურ რესტორანში წახვალთ, კვირას - იტალიურში. სწორედ ასე ხდება ჯანსაღი ურთიერთობებისას და სწორედ ამას ჰქვია კომპრომისი. თუ თქვენს შეხედულებებს პარტნიორი იშვიათად, ან საერთოდ არ ითვალისწინებს, ეს თქვენს შორის დაძაბულობას და საბოლოოდ კი - დაშორებას გამოიწვევს. 214 შეფასება არ არის
|