x
image
მანჩო 777
ქალი, რომელიც Columbia Pictures-ის სახედ იქცა - როგორ იქმნებოდა კინოკომპანიის ემბლემა
Columbia Pictures ამერიკული კინოკომპანიაა, რომელიც 1919 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ უამრავი პოპულარული და წარმატებული კინოფილმი გამოუშვა.

ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს ამ კომპანიის ლოგოტიპი – ჩირაღდნით ხელში მდგომი გოგონა და მის უკან მსხვილი ასოებით წარწერა «Columbia».



image


ბევრი ჩვენგანისათვის ეს ლოგო იმის მანიშნებელია, რომ ტელევიზორის ან კინოთეატრის ეკრანთან გატარებული მომდევნო 2-2, 5 საათი ნამდვილად საინტერესო და შინაარსიანი იქნება.


კინოკომპანიის ლოგოტიპი მართლაც რომ განსხვავებულია სხვა კომპანიების ლოგოებისაგან, მისი მთავარი თავისებურება არის გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს ძველ ბერძენ ქალღმერთს.

მინდა მოგითხროთ ისტორია, თუ როგორ შეიქმნა ეს ლოგოტიპი და ვინ არის მასზე გამოსახული მშვენიერი ქალი.

თავდაპირველად კომპანიას სულ სხვა სახელი ჰქონდა - CBC Film SalesCorporation, მაგრამ სულ მალე მისი დამაარსებელი ჰერი კონი მიხვდა, რომ ასეთი გრძელი და მოსაწყენი სახელით ის წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამიტომ კომპანიას სახელი შეუცვალა და უწოდა Columbia Pictures იმ ქალის პატივსაცემად, რომელსაც სახელად კოლამბია ერქვა. კოლამბია იმ შემთხვევაში ამერიკის განსახიერებას წარმოადგენდა.



image


რაღა თქმა უნდა, მაშინვე გადაწყდა, რომ ლოგოზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოსახული ქალი - სწორედ ის კოლამბია, რომლის სახელიც კინოკომპანიას ეწოდა.

ლოგოს თავდაპირველ ვარიანტში ჩირაღდნის მაგივრად ქალს ხელში ფარი და ზეთისხილის ტოტი ეჭირა და განასახიერებდა რომაელ ქალღმერთს, თუმცა ის საკმაოდ მალე შეიცვალა მეორე ლოგოტიპით, სადაც ქალს ხელში უკვე ჩირაღდანი დააჭერინეს.

საბოლოო სახით კომპანიის ლოგო 1928 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ არანაირი ცვლილება აღარ განუცდია (იცვლებოდა მხოლოდ მის გრაფიკული შემადგენლობა).

ტექნოლოგიების განვითარებამ თავისი მოითხოვა და 1992 წელს გადაწყდა კინოკომპანიის ემბლემის გადატანა ციფრულ ფორმატში. სტუდიამ ამ საქმის შესასრულებლად დაიქირავა მხატვარი მაიკლ დიასი, მან კი, თავის მხრივ, დასახმარებლად სტუდიის გრაფიკულ რედაქტორს, ჯენი ჯოზეფს მიმართა.

შეთანხმება შუადღის შესვენებისას მოხდა: დიასმა ჯენის სთხოვა, რომ კომპანიის ლოგოს მოდელი გამხდარიყო. გოგონა, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გადაღება მოდელის როლში. ფაქტია, რომ მსოფლიოს კინოთეატრებსა და ტელევიზორებში მას უფრო ხშირად ხედავენ მეყურებლები, ვიდრე სხვა რომელიმე, თუნდაც ზეპოპულარულ მოდელს.



image



ამის შემდეგ ლოგო კვლავ და კვლავ გვევლინება უცვლელი სახით: ჯენი ჯოზეფი, ანთებული ჩირაღდანი და მის უკან მანათობელი წარწერა Columbia.




0
299
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0