მუსიკა გარდაიცვალა კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი- "შერბურის ქოლგების" ავტორი 2019, 26 იანვარი, 14:10
პარიზში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი და მომღერალი მიშელ ლეგრანი, სამგზის "ოსკარის", ხუთგზის "გრემის" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი.ლეგრანმა კარიერის განმავლობაში დაახლოებით 200 ფილმისთვის შექმნა კინომუსიკა.
პირველი დიდი აღიარება მოიპოვა ფილმ-ოპერით 'შერბურული ქოლგები", მთავარი ლირიკული თემა გახდა ლეგრანის სავიზიტო ბარათი. პირველი ოსკარი კომპოზიტორმა მიიღო სიმღერისთვის "The Windmills of Your Mind", ფილმში "თომას ქრაუნის აფერა"(1968) კომპოზიტორი ასევე თანამშრომლობდა ისეთ მომღერლებთან, როგორებიცაა ფრენკ სინატრა, ბარბარა სტეიზანდი, შარლ აზნავური და ჩვენი თამარ გვერდწითელი.ქართველი მომღერალი ლეგრანმა 1991 წელს გაიცნო პარიზის "ოლიმპიაში" გამოსვლის დროს და იმის შემდეგ გამუდმებით უწერდა სიმღერებს. მიშელ ლეგრანი მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, მამა რაიმონ ლეგრანი კომპოზიტორი და დირიჟორი იყო, ხოლო დედა- წარმოშობით სომეხი მარსელ ტერ-მიქაელიანი, - პიანისტი. 63 2-ს მოსწონს
|