კინო როგორ გამოიყურებიან ფილმის"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გმირები დღეს? 2019, 25 იანვარი, 13:54 ლეგენდარულმა ფილმმა თავის დროზე ოსკარი მოუტანა საბჭოთა კავშირს. ფილმის ისტორიის გმირები კი სახალხო ფავორიტები გახდნენ.
ვერა ალენტოვა
რეჟისორის, ვლადიმერ მენშოვის მეუღლეს თავდაპირველად არ სურდა ფილმში გადაღება. თუმცა, ყველა განხილულმა კანდიდატებმაც უარი თქვეს და ის იძულებული გახდა დახმარებოდა ქმარს. წყვილი კვლავ ერთადაა და მათი ქალიშვილი, იულია მენშოვა, ასევე ცნობილი გახდა. ირინა მურავიოვა მსახიობს 33 ასაკში მოუხდა განეხორციელებინა ახალგაზრდა გოგონას როლი. უფრო მეტიც, ერთი წლის შემდეგ სიტუაცია კიდევ ერთხელ გამეორდა სხვა ფილმში. მურავიოვამ ამ როლის შემდეგ აქტიურად გააგრძელა ფილმებში გადაღება და ცნობილი გახდა მრავალი როლით. რაისა რიაზანოვა ეს იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მის ცხოვრებაში. 90-იან წლებში რიაზანოვა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ახლა მსახიობი მუშაობს თეტრში და იღებენ სერიალებში. ალექსეი ბატალოვი ბატალოვი გასულ წელს გარდაიცვალა. მსახიობმა ოპერაცია ვერ გადაიტანა. მთელი ცხოვრება ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ბოლშევიკების. რწმენის გამო მან რიგ როლებზე უარიც თქვა. ალექსანდრე ფატიუშინი მსახიობმა იცხოვრა ხანმოკლე სიცოცხლით და გარდაიცვალა პნევმონიით 52 წლის ასაკში. ჰოკეით, როგორც მისი ფილმის გმირი, არ იყო გატაცებული, სამაგიეროდ თამაშობდა მოქმედ საფეხბურთო გუნდში. ბორის სმორჩკოვი ეს იყო მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი როლი. ამის შემდეგ, ის მხოლოდ ეპიზოდებში ჩანდა. ნატალია ვავილოვა საშას როლისთვის, მენშოვმა მხოლოდ ვავილოვა დაინახა. მაგრამ გოგონას მშობლებმა არ ისურვეს, რომ გოგონას გადაღებაში მიეღო მონაწილეობა. ის გამოცდებისთვის უნდა მომზადებულიყო. მხოლოდ ალექსეი ბატალოვმა შეძლო ვავილოვას ოჯახი დაეყოლიებინა. ნატალიას დედა ბატალოვის გულშემატკივარი იყო. ფილმის პრემიერაზე ნატალია შეხვდა მომავალ მეუღლეს. ახლა ის სახლშია და საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. იური ვასილიევი ფილმში ვასილიევი, ძირითადად, მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა. ის მოსკოვის მცირე თეატრში თამაშობდა. 1526 2-ს მოსწონს
|