საზოგადოებრივი პალეოლითის ხანის საქართველო - ერექტუსების, ნეანდერტალელების და საპიენსების საერთო სამშობლო 2019, 18 იანვარი, 7:54 მუსტიეს (Mousterian) ეპოქა ქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ხანაა. ის კონტინენტურ ევროპაში დაიწყო 160, 000 წლის წინ (1600 საუკუნის წინ) და დასრულდა 40, 000 წლის წინ (400 საუკუნის წინ). ეს პერიოდი წოდებულია ასევე სხვანაირად, როგორც ლევალუა (Levallois). მუსტიეს ეპოქას ლევალუა-მუსტერული ეპოქაც ეწოდება - ის ევროპის გარეთ მოიცავს შუა პალეოლითის ეპოქას - დაიწყო დაახლოებით 300, 000 წლის წინ და დასრულდა 40, 000 წლის წინ. მუსტიეს კულტურამ შეცვალა აშელის კულტურა. მუსტიეს კულტურა გავრცელებული იყო კავკასიაში, დანარჩენ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და შუა აზიაში. მაგალითად სომხეთში, კერძოდ სოფელ ნორ გეღიში (Nor Geghi) აღმოჩენილია 335-325 ათასი წლის წინანდელი ქვედა პალეოლითის არტეფაქტები, როგორიცაა მაგალითად, ორპირა ქვის ცულები. ის ლევალუა-მუსტერულ ეპოქას მიეკუთვნება. ამ ფოტოზე გამოსახულია გერმანიაში მდებარე მეთმანის ნეანდერტალელთა მუზეუმში (Mettman Neanderthal Museum) გამოფენილი ერთ-ერთი ექსპონატი აღდგენილი ნეანდერტალელისა, და ჩაცმულია თანამედროვე ტანსაცმელში. ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ როგორი იქნებოდა ზუსტად ნეანდერტალელი კაცი თანამედროვე ტანსაცმელში: უკვე ფაქტია, რომ მთელ სამხრეთ კავკასიაში უკვე 3350 საუკუნის წინ ნეანდერტალელები დადასტურებულად სახლობდნენ, თუმცა რეალურად ბევრად უფრო ადრეც, უბრალოდ ამის დადასტურება მომავლის აღმოჩენებს ეკუთვნის. საერთოდ, პალეოლითურ ეპოქაში გამოიყოფა 3 პერიოდი, ესენია: 1. ქვედა პალეოლითი - 3.3 მილიონი წლიდან 300, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე. 2. შუა პალეოლითი (იგივე მუსტიეს ეპოქა) - 300 - 45 ათასი წლის წინ. 3. ზედა პალეოლითი ანუ გვიანდელი პალეოლითი - 50 - 10 ათასი წლის წინ. საქართველოში ადამიანები, კერძოდ ჰომო ერექტუსები უკვე დადასტურებულად ცხოვრობდნენ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. შემდგომში უკვე დადასტურებულად, სამხრეთ კავკასიაში სახლობდნენ ნეანდერტალელები 335 ათასი წლის წინ. მუსტიეს ეპოქის საქართველოში აღმოჩენილი ძეგლები უამრავია, უკვე 2019 წლის მონაცემებით 200-ზე მეტი ამ პერიოდის ძეგლია აღმოჩენილი, მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად ეს ძეგლები თავმოყრილია რიონ-ყვირილას აუზში და შიდა ქართლის ტერიტორიაზე - გამოიყოფა 4 კულტურა: 1. წოფის კულტურა 2. ცუცხვათის კულტურა - მღვიმეთა ჯგუფი. 3. ჯრუჭულა-კუდაროს მუსტიეს კულტურა 4. ცხინვალის მუსტიური კულტურა, ღია ტიპის ძეგლების ჯგუფი. საერთოდ პალეოლითური ხანის ძეგლებს რაც შეეხება, სულ 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა საქართველოში: 1. საქართველოს შავი ზღვის ზოლი და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა. 2. რიონ-ყვირილას აუზი. 3. შიდა ქართლი. 4. მდ. მტკვრის დაბალმთიანეთი ქვემო ქართლში. 5. ჯავახეთის ზეგანი 6. იორ-ალაზნის ზეგანი. საქართველოში 400-ზე მეტი პალეოლითური ხანის (3.3 მლნ. 10, 000 წლის წინ) ძეგლია. მათ შორის 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (1.8 მლნ - 100, 000 წლის წინ) - 3 მღვიმური და 1 ღია ტიპის სტრატიფიცირებული. 200-ზე მეტი მუსტიეს ხანის (300, 000 - 40, 000 წლის წინ) ძეგლია საქართველოში - 20 ძეგლი მღვიმური, დაახლოებით 130 ზედა პალეოლითისა (50, 000-10, 000 წლის წინ) და მეზოლითის ხანის (10 - 7 ათასი წელი.) გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო საპიენსი შემოდის მინიმუმ 60 ათასი წლის წინ. ხოლო კლასიკურად ითვლება, რომ მუსტიეს კულტურის წარმომადგენლები უმეტესად ნეანდერტალელები იყვნენ. ისინი უმეტესად მღვიმეებში სახლობდნენ. ზოგჯერ კი ღია ცის ქვეშ ან მამონტის ძვლისა და ტყავისგან ნაგებ შენობებში. ნეანდერტალელთა სამარხების გაჩენა კი პირველყოფილი რელიგიის ჩასახვაზე მეტყველებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. საქართველი ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ) 2. პირველი ევრაზიელები საქართველოდან 3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო 4. მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან 5. დინოზავრები საქართველოში 6. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო 7. ქართული მითოლოგია - ყურშა 8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 9. ქართული მითოლოგია - დობილნი 10. როსტოვში პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს 11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 12. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები ავტორი: თორნიკე ფხალაძე722 2-ს მოსწონს
|