x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ძვირი გაყრა - ანუ როგორ შეიძლება გახდე ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში

image

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს ეყრება და მზადაა, მრავლმილიარდიანი ქონება შუაზე გაყოს.



55 წლის ჯეფ ბეზოსი ცოლს, მაკენზი ტატლს ეყრება. მიზეზი ბანალურია - სხვა ქალი შეუყვარდა. თუმცა უცნობია ჯერჯერობით, ვინ არის ის ქალი, ვის გამოც ბეზოსმა ოჯახი დაანგრია.



როგორც მეუღლეები ამტკიცებენ, გაყრის შემდეგ ისინი მეგობრებად დარჩებიან და ყველაფრის მიუხედავად "ოჯახად დარჩებიან". რა ქონებას გაუყოფს ბეზოსი ცოლს და რა რაოდენობის ალიმენტს გადაუხდის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ვარაუდობენ, რომ "თუ ყველაფერი წესების დაცვით განვითარდა და ქონება შუაზე გაიყოფა, მაკენზი ტატლი გახდება ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში, 70 მილიარდის მფლობელი. მით უმეტეს, რომ ბეზოსი სწორედ ცოლს უნდა უმადლოდეს თავის მილიარდებს - სწორედ მისი წყალობით გახდა უმდიდრესი კაცი მსოფლიოში."



ჯეფ ბეზოსი(პრესტონი) დაიბადა 1964 წლის 12 იანვარს ალბუკერკეში(ნიუ მეხიკო), გაიზარდა ჰიუსტონში, დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი 1986 წელს, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას. 1994 წელს, სიეტლში დააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად დაკავებული იყო წიგნების გაყიდვებით, ხოლო მოგვიანებით მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.




შემდგომ ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს. კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“. ის ასევე ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელსაც მართავს Bezos Expeditions.



Forbes-ის 2018 წლის მონაცემებით იგი არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, მისი ქონება დღეისთვის 135, 6 მილიარდი დოლარია.



ჯეფ ბეზოსს სამი ვაჟი და ერთიც აყვანილი ქალიშვილი ჰყავს.

image

ასევე დაგაინტერესებთ





0
144
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0