ახალგაზრდა კაცმა ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭირა:გადაარჩინა ბავშვის სიცოცხლე და საყვარელ ქალზე დაქორწინდა
ბრიტანელი ბილი ჰიგინსი ძვლის ტვინის დონორი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიერ მოწონებულ გოგონაზე, კეიტ უილისზე შთაბეჭდილება მოეხდინა:დაახლოებოდა, გაეცნო და მისგან სიმპატია დამესახურებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თავისდაუნებურად სამი კარგი საქმე გააკეთა(ერთი სათავისოდ)გახდა დონორი, გადაუნერგა ძვლის ტვინი პატარა ბიჭუნას, რამაც მისის სიცოცხლე იხსნა და დაქორწინდა საყვარელ ქალზე.
ბილი ჰიგინსი გამოტყდა, რომ დონორი მხოლოდ კეიტის გამო გახდა, კეიტი მოხალისედ მუშაობდა ამ საქმეზე, ხრიკმა გაჭრა, კეიტს მართლაც დაებადა სიმპატიები და ცოტა ხანში წყვილმა ჯერ პაემნებზე სიარული დაიწყო, შემდეგ კი დაქორწინდნენ.
![ახალგაზრდა კაცმა ერთბაშად ორი
კურდღელი დაიჭირა:გადაარჩინა ბავშვის
სიცოცხლე და საყვარელ ქალზე
დაქორწინდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/201901021756466227.jpg)
ორიოდე წლის წინ ბილის დაურეკეს დონორთა სარეგისტრაციო ცენტრიდან და აცნობეს, რომ ერთ-ერთ პაციენტს სჭირდებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა, იგი აღმოჩნდა 8 წლის რუპერტ კროსი, რომელიც იშვიათი დაავადებით-მიელოდისპლასტიკური სინდრომით იტანჯებოდა, ეს არის ძალზე სახიფათო დაავადება, რომელიც საბოლოოდ ლეიკემიაში გადადის.
![ახალგაზრდა კაცმა ერთბაშად ორი
კურდღელი დაიჭირა:გადაარჩინა ბავშვის
სიცოცხლე და საყვარელ ქალზე
დაქორწინდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/201901021754026227.jpg)
ბიჭუნას გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი იყო ძვლის ტვინის გადანერგვა, არცერთი ნათესავი არ გამოდგა დონორად, აი ბილის კი მოერგო და ექიმებმავ დაიწყეს სამზადისი ოპერაციისთვის...სამი თვის შემდეგ ბიჭუნა სრულიად გამოჯანმრთელდა და სკოლასაც დაუბრუნდა.
აი, ორი წლის შემდეგ ბიჭუნა და მისი გადამრჩენი ბილი ერთმანეთს შეხვდნენ, რუპორტმა პირველად ნახა ადამიანი, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა, ხოლო ბიჭუნას დედა მადლიერია არა მარტო ბილის, არამედ მისი ცოლისაც.
![ახალგაზრდა კაცმა ერთბაშად ორი
კურდღელი დაიჭირა:გადაარჩინა ბავშვის
სიცოცხლე და საყვარელ ქალზე
დაქორწინდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/201901021755116227.jpg)
"ის შესანიშნავია წყვილია, ბილი დონორთა ჯგუფში მხოლოდ კეიტის გამო დარეგისტრირდა, რომ არა კეიტი, არაფერიც არ მოხდებოდა, ეს არის საოცარი ისტორია"-აღნიშნა რუპორტის დედამ.