სხვა რისი ესმით და რას ხედავენ ცხოველები 2019, 15 იანვარი, 15:45 საინტერესოა, რას და როგორ ხედავენ ცხოველები და რამდენად აქვთ განვითარებული სმენა. ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. ცხოველებს სხვადასხვანაირად ესმით და სხვადასხვანაირად ხედავენ.ზღვის ცხენთევზას შეუძლია თვალები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრაოს. ჭრიჭინებს ყურები ფეხებზე აქვთ, ღამურები და დელფინები კი ხმების მეშვეობით "ხედავენ".
მწერების მხედველობა. მწერების უმრავლესობას ასობით უმცირესი ლინზისგან შემდგარი დიდი რთული თვალები აქვთ. თითოეული ლინზა სხვადასხვა გამოსახულებას ხედავს. შემდეგ ტვინი აერთიანებს მათგან მიღებულ ინფორმაციას და საბოლოოდ მწერი ერთიან სურათს აღიქვამს. ზოგი მწერი მხოლოდ სინათლეს და სიბნელეს შეიგრძნობს. ასეთ თვალს მარტივი თვალი ეწოდება. ნემსიყლაპიებს რთული თვალები აქვთ, რომლებიც იმხელაა, მთელ თავს ფარავს. ღამის მხედველობა. ძუძუმწოვრებს, რომლებსაც ღამის ცხოველებს უწოდებენ, ხშირად, სხეულთან შედარებით, დიდი თვალები აქვთ. თვალის შუაში არსებულ ჭრილს, რომელსაც გუგა ეწოდება, შეუძლია, მაქსიმალურად გაფართოვდეს, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე გაატაროს. ამის გამო ღამის ცხოველები სიბნელეში კარგად ხედავენ. ლემურების თვალის გუგები ძალიან დავიწროვებულია. ასე რომ, ფოტოაპარატის კაშკაშა სინათლე მათ თვალს ვერ მოსჭრის. მხედველობა. სხვადასხვა ცხოველს თვალები სხვადასხვანაირად აქვს განლაგებული. ბევრ მტაცებელს, მათ შორის, ბუს, მელასა და ვეფხვსაც თვალები სახის წინა მხარეს აქვს მოთავსებული. მათ შეუძლიათ ფოკუსში მოაქციონ შორ მანძილზე მყოფი საგნები. ამას "ბინოკულარული" მხედველობა ეწოდება. ასევე ხედავენ ადამიანებსაც. კარგი სმენა. ყველა ცხოველი შეიგრძნობს ჰაერის მოძრაობას, რომელსაც ბგერითი ტალღა ეწოდება. ძუძუმწოვრების უმრავლესობას ყურები თავზე აქვთ, მწერების უმრავლესობას კი ტანზე ან ფეხებზე. გველებს ყურები საერთოდ არ გააჩნიათ, ისინი ყრუები არიან, მაგრამ შესანიშნავად შეიგრძნობენ სხვა ცხოველების მიერ მიწაზე წარმოქმნილ უმცირეს რხევასაც კი. თაგვს დიდი ყურები და კარგი სმენა აქვს, მაგრამ ბუების ნადავლი მაინც ხშირად ხდება, ბუები ძალიან უხმაუროდ დაფრინავენ და თაგვებიც ადვილად ებმებიან მახეში. ესმით თუ ხედავენ? ზოგი ცხოველი ხმების მიხედვით იკვლევს გზას და შოულობს საკვებს. ისინი მოძრაობისას მაღალი სიხშირის ბგერებს ავრცელებენ. ბგერები ახლომდებარე საგნებზე აირეკლება და ცხოველს უკან უბრუნდება. საგნებიდან არეკლილი ექოს წყალობით ღამურები, ბუები და დელფინები მაშინვე იგებენ, სად არის საგანი. ღამურა მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემს. ექო ღამურას ატყობინებს, რომ მის წინ მსხვერპლია. 289 2-ს მოსწონს
|