x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია «ცილისწამების კანონის» ამოქმედების შემთხვევაში?

დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი პრეზიდენტის ინიციატივაა «ცილისწამების კანონის» შესახებ, რომელიც მან 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გაახმაურა:


image

imageმსგავსი კანონი საქართველოშუ ადრე უკვე არსებობდა და მისი გაუქმება 2004 წელს მოხდა, «სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ», ახალი კანონის მიღების შემდეგ.

«ცილისწამების» კანონის მიხედვით, დამნაშავე ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (ვადით ასიდან ორას საათამდე) ან გამასწორებელი სამუშაოთი (ვადით ერთ წლამდე) ისჯებოდა.

კანონის ახლიდან ამოქმედების შემთხვევაში, როგორი იქნება სასჯელი ცნობილი არ არის, მაგრამ ალბათ, ბევრს უფიქრია მაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ადამიანი ბრალდებულის სკამზე არ აღმოჩნდეს.

ამ საკითხში გარკვევა არც ისე რთულია, თუ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს (ძვ. წ. აღრ. 469 - 399 წწ.) რჩევას გავითვალისწინებთ და ინფორმაციის გავრცელებამდე დავფიქრდებით, ღირს თუ არა ამის გაკეთება?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოკრატეს ხელნაწერებს, ჩვენამდე არ მოუღწევია და მისი იდეების და სწავლების შესახებ ინფორმაცა ჩვენთვის, სხვა, არანაკლებ ცნობილი და სახელოვანი ავტორების წყალობით გახდა ცნობილი.


imageათენის სკოლა. ფრესკა ვატიკანის სასახლეში. რაფაელი, 1508-1511 წ.


ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:

— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?

— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.

— სამ საცერში?

— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?

— არა, მეც სხვისგან გავიგე.

— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?


— არა, პირიქით.

— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?

— არა, ამის აუცილებლობა არ არის.

— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?


image

0
33
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0