სხვა რატომ თქვა მე-4 კლასის მოსწავლემ უარი ამოცანის ამოხსნაზე - ის, რაზეც ყველა უნდა დაფიქრდეს 2019, 15 იანვარი, 11:48
რა არის მათემატიკური ამოცანა? უბრალო აბსტრაქცია, რომელიც უნდა ამოიხსნას მათემატიკური მოქმედებებისა და ლოგიკის გამოყენებით: მოსწავლისთვის ალბათ სულ ერთი უნდა იყოს ვაშლებს დაითვლის თუ პინგვინებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყველაფერი სულ ერთი აღარ არის...
შემთხვევა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, დაგვაფიქრებს იმ ფაქტზე, რამდენად აქვს მნიშვნელობა მათემატიკური ამოცანის შინაარსს მოსწავლისთვის, ხომ არ ლახავს იგი რომელიმე მორალურ წესს და რამდენად აქვს მოსწავლეს უფლება, უარი თქვას ამოცანის ამოხსნაზე, რომელიც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მეოთხე კლასელებს მისცეს ამოსახსნელად შემდეგი შინაარსის ამოცანა: "დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ფრენკი, მაიკი, ჯორჯი და რონი ოთხჯერ წავიდნენ პაემანზე ოთხ სხვადასხვა გოგოსთან ერთად. მეორე პაემანზე ფრენკი შეხვდა როუზს, ჯორჯი - კეის. მესამე შეხვედრაზე მაიკი შეხვდა მერის, რონი - ლუიზას. მეოთხე შეხვედრაზე ჯორჯი შეხვდა ლუიზას, რონი - კეის. განსაზღვრეთ რომელი ბიჭი რომელ გოგოს შეხვდა ოთხივე პაემანზე. მინიშნება:მეოთხე შეხვედრაზე ლუიზა შეხვდა ჯორჯს, კეი კი - რონს. თქვენ უკვე იცით, რომ ფრენკი ხვდებოდა როუზს მეორე პაემანზე, ვის შეხვდა იგი მეოთხე ჯერზე?" მოცემული ამოცანის ამოხსნაზე უარი განაცხადა მე-4 კლასელმა მედი დუგლასმა და რვეულში ამოცანის ქვეშ ასეთი განმარტება დაწერა: "მე არ შემიძლია ამ ამოცანის ამოხსნა რადგან დედაჩემმა გვასწავლა, რომ ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცებთან ურთიერთობის გაბმა მიუღებელი საქციელია." გოგონას დედა, ჯენ დუგლასი აღაფრთოვანა შვილის საქციელმა და ეს ამბავი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა, რის შემდეგაც მთელი ინტერნეტი მოიარა. ამოცანის პირობამ ჯენი ქალიშვილზე არანაკლებ აღაშფოთა: "პირველი, რაც ამ ამოცანის წაკითხვისას გავიფიქრე, რამდენად შეიძლება მსგავსი შეკითხვების დასმა მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის - ან თუნდაც მაღალი კლასელებისთვის?" - განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას ჯენი დუგლასმა. გარდა პოპულარობისა, გოგონას ამ პასუხს ინტერნეტ მომხმარებლებში და პედაგოგიურ კოლექტივში საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ქალიშვილის ორსიტყვიანი წერილი, რომელმაც დედა შოკში ჩააგდო - სახალისო ამბავი 2. "დედა და მამა ცხენობანას თამაშობდნენ" - აი, რა დაინახა ბავშვმა (სახალისო ამბავი) 3. როგორ გავარჩიოთ იაპონელი, კორეელი და ჩინელი - ტესტი 4. ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც თავსატეხად იქცა - დააკვირდით თეფშებს! 5. ტესტი: რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილ ანდაზაში 6. შეკითხვა, რომელსაც 200 ადამიანიდან სწორად მხოლოდ ერთმა უპასუხა - სცადეთ თქვენც 7. დააკვირდით ფეხებს! - რას მალავს 1533 წელს შექმნილი ერთ-ერთი პირველი ოპტიკური ილუზია 1543 4-ს მოსწონს
|