განათლება ''თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!'' - ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს 2019, 14 იანვარი, 18:23 ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:✔ ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – იპოვეთ თქვენი მოსწავლე! ✔ თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად! ✔ მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა! ✔ ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში! ✔ ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან! ✔ ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას! ✔ პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა! ✔ ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?! ✔ ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა! ✔ მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს! ✔ რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ! ✔ თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ! ✔ უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში! ✔ თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში! ✔ დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას! ✔ არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი! ✔ თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი! ✔ ბევრი ადამიანი უმასწავლებლობის გამო დაიკარგა! ✔ ზოგიერთმა მეთოდმა, შეიძლება, შორს წაგვიყვანოს ბავშვისგან! ✔ სკოლაში უნდა ასწავლიდეს ზომიერად რელიგიური მასწავლებელი. სხვა რწმენის მასწავლებელი, ჩემსავით ადის მთაზე, დასაპყრობად, ოღონდ სხვა მხრიდან. მორწმუნე მასწავლებელი უყვარს ბავშვს! ✔ თუ კვირაში ერთხელ, ვერ გააოცებ ბავშვს, მასწავლებელი არ ხარ! ✔ გადააქციე სწავლა დღესასწაულად – იზეიმე მეათასე გაკვეთილი! <<ასევე საინტერესოა>>*''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა
მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა
''მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა, ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან'' - მწვავე შეფასება მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში
სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
გაუქმდება თუ არა საატესტატო(CAT) გამოცდები და რა ცვლილებებია დაგეგმილი განათლების სისტემაში
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები
როგორ უნდა ჩატარდეს ინგლისურის გაკვეთილი სასიამოვნოდ?
554 1-ს მოსწონს
|