x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰქონდათ თუ არა საიდუმლო საუბარი დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს?
imageაშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ "მას დასამალი არაფერი აქვს და საერთოდ ჩემთვის სულერთია(რასაც წერენ ჩემზე)" -განუცხადა Fox News-ს აშშ-ს პრეზიდენტმა.


თუმცა Washington Post-ი ამტკიცებს, რომ ჰამბურგში 2017 წელს დიდი ოცეულის შეხვედრაზე, ტრამპმა მთარგმნელს წაართვა ჩანაწერი, ამასთანავე თხოვა არ გაევრცელებინა საუბრის შინაარსი თეთრ სახლშიდაც კი.


მოლაპარაკების შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანს სურდა დაეზუსტებინათ მოლაპარაკების დეტალები, თუმცა მთარგმნელისგან ცივი უარი მიიღეს, მან მიზეზად ტრამპის გაფრთხილება დაასახელა.


ამის გარდა ტრამპი და პუტინი მაშინ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ამერიკელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, თუმცა იყო კიდევ ერთი შეხვედრა ბანკეტზე, სადაც პუტინი და ტრამპი ცალკე ლაპარაკობდნენ და იქ მხოლოდ რუსი მთრგმნელი ესწრებოდა.



Washington Post -ი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჰელსინკში შეხვედრის დროსაც 2018 წელს, ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკების დროს მხოლოდ მთარგმნელი გაიყოლა, საქმე იმაშია, რომ ამ საუბრის სტენოგრამა არ არსებობს.


თეთრი სახლი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ არ მოიძებნება პუტინის და ტრამპის რაიმე დამალული საუბარი, თვით გასაიდუმლოებულ დოკუმენტებშიც კი.


თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ირიბად დაუდასტურა გამოცემას, რომ ტრამპი ცდილობს პუტინთან მოლაპარაკების დროს თან არ წაიყოლოს ასისტენტები და მრჩეველები.


შეგახსნებთ, ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ 5-ჯერ შეხვდა პუტინს, აქედან სამი შეხვედრა შედარებით ხანმოკლე იყო, ხოლო ბოლო ორი, - ჰამბურგში და ჰელსინკში საკმაოდ ხანგრძლივი.


აშშ-ში დღემდე ეჭვობენ, რომ ტრამპის გამარჯვებაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს დიდი როლი ითამაშა რუსეთმა.რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირი ჰქონდათ როგორც ტრამპის საარჩევნო შტაბთან, ასევე ჩარეულები იყვნენ საარჩევნო პროცესებში.

1
103
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
2019, 15 იანვარი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1