ქალი და მამაკაცი ქალის ტიპები, რომლებზეც მამაკაცებს დაქორწინება არ სურთ ცნობილი მაჭანკლისგან (გაგრძელება იქნება) 2019, 13 იანვარი, 20:06 ფაქტია, რომ თუ ქალბატონი ბრძანდებით და გათხოვება გსურთ, პაემნებზე ჭკვიანურად უნდა მოიქცეთ. ეს კი გულისხმობს, რომ მამაკაცთა გარკვეულ ტიპებს უნდა ერიდოთ, მაგრამ ასევე უნდა გაიაზროთ ის შეცდომები, რომლებსაც შეხვედრების დროს უშვებთ და დაფიქრდეთ იმაზე, რომ ქალის ის ტიპი, რომლითაც მამაკაცთა პოპულაციის მიმართ პოზიციონირებთ, იზიდავს თუ განიზიდავს მათ. ამის გამოსაცნობად, დასაწყისისთვის ქვემოთ მოყვანილი სიის გაცნობა შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ზოგჯერ ხომ არ ხვდებით ხოლმე რომელიმე საკმაოდ არამიმზიდველი ქალური ტიპის რიცხვში.
მერვე ტიპი: მის „ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ“... ეს ქალი ცნობილ ადამიანებზე მოარული ხმების საჟურნალე გვერდის მოსიარულე ანალოგია. მას უყვარს ჭორაობა და სხვებზე საუბარი, ასევე, ჭორების სხვებისგან მოსმენაც. თავიდან, როცა ბიჭი ასეთ გოგოს ხვდება, შესაძლოა, მისი ანეკდოტებით გაერთოს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, ის დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ რას ლაპარაკობს ეს ქალი მის ზურგსუკან მასზე. 21 შეფასება არ არის
|