სხვა რა ღირდა ბენზინი საბჭოთა კავშირში 2019, 13 იანვარი, 7:53
გთავაზობთ ბენზინის ფასების მცირე მიმოხილვას საბჭოთა პერიოდში, რომელიც ლამისაა გაზიანი წყლის ფასს უტოლდებოდა.
საბჭოთა კავშირში, რა თქმა უნდა ყველა ბენზინგასამართი სადგური სახელმწიფოს ექვემდებარებოდა, თავისთავად ფასსაც სახელმწიფო კომიტეტი ადგენდა, 1968 წლის 29 ნოემბერს დამტკიცდა ფასების პრეისკურანტი № 882, რის მიხედვითაც 1969 წლის 1 იანვრიდან საწვავზე დამტკიცდა შემდეგი ფასები. საავტომობილი ბენზინი:ფასი 10 ლიტრაზე А-66 -ГОСТ 2084-67- 0, 60კაპ. А-72- ГОСТ 2084-67 -0.70კაპ.. А-76- ГОСТ 2084-67 -0.75კაპ.. АИ-93-ГОСТ 2084-67 -0.95კაპ. АИ-98-ГОСТ 2084-67 -1მ.05კაპ.. საავაიაციო-ფასი 10 ლიტრაზე Б-70 - ГОСТ 1012-54 - 1მ.20კაპ. საწვავის ნაერთი-ფასი 10 ლიტრაზე ВТУ 30-8-63 - 0.80კაპ. ექსტრა ВТУ НП 67-60 - 1მ.00კაპ.. ეს იყო საწვავის და ზეთის ნარევი მოტოციკლებისტვის და ყველა ორტაქტიანი ძრავიანებისთვის. (შენიშვნა ფასი 10 ლიტრზე იმიტომ ითვლებოდა, რომ მაშინდელ ბენზინის ჩამომსხმელ აპარატს 5 ლიტრზე ნაკლების ჩამოსხმა არ შეეძლო) 70-იანი წლების დასაწყისში ბენზინი ოდნავ გაძვირდა, 1 ლიტრზე საშუალოდ 5 კაპიკით, ხოლო დაბალოქტანიანი А-66 საერთოდა ამოიღეს ხმარებიდან, 80-იანი წლების შუა ხანებში გაყიდვვიდან ამოიღეს А-72-იც. 80-იანი წლების დასაწყისიდან საწვავზე ფასები გაორმაგდა, 10 ლიტრი АИ-93 უკვე 4 მანეთი ღირდა(1 ლ.-0, 40 კაპ.) 920 6-ს მოსწონს
|