ფოტოგრაფია 2018 წლის 10 ყველაზე პოპულარული ფოტო,რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა "ინსტაგრამზე" 2019, 13 იანვარი, 6:42 აი, დასრულდა 2018 წელი. ვარსკვლავთა ცხოვრება მდიდარი იყო მოვლენებით, როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო ამბებით, მაგალითად, არიანა გრანდემ გამოიგლოვა ყოფილი ბოიფრენდი, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა; ხოლო ჯასტინ ბიბერი დაინიშნა ჰეილი ბოლდუინზე.
მოკლედ, ცნობილები ყოველ მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან სოციალურ ქსელში აზიარებენ, ხოლო თაყვანისმცემელები აქტიურად, გაფაციცებით ადევნებენ თვალს ყველაფერ ამას და "ლაიქებსაც" არ აკლებენ. ქვემოთ წარმოგიდგენთ 2018 წლის 10 ყველაზე პოპულარულ ფოტოს, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. 10)მოდელი კრისტი ტაიგენი ძუძუს აჭმევს თავის შვილს მაილზს და ქალიშვილის, ლუნას თოჯინას.-3, 1 მილიონი მოწონება 9)ადელი ულოცავს პრინც ჰარის და მეგან მარკლის დაქორწინებას-3, 2 მლნ.მოწონება. 8)ბრეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი აღნიშნავენ ამ უკანასკნელის დაბადების დღეს-3, 3 მლნ.მოწონება. 7)ტეილორ სვიფტი კამელო კაბელოსთან და შარლოტა ეიტჩისონთან ერთად(იგივე Charli XCX), (მისი "გამახურებელი" ბენდის წევრები)-4, 9 მლნ.მოწონება. 6)მოდელი ჯიჯი ჰადიდი, თავის შეყვარებულთან, ზეინ მალიკომთან შერიგების შემდეგ-6, 9 მლნ.მოწონება. 5)კიმ კარდაშიანის პირველი ფოტო პაწია ჩიკაგოსთან ერთად-7, 4 მლნ.მოწონება. 4)სელენა გომესი დაბადების დღეს აღნიშნავს-10 მლნ.მოწონება. 3)დუეინ ჯონსონი ახალდაბადებულ ტიანასთან ერთად-10, 4 მლნ. მოწონება. 2)არიანა გრანდემ ყოფილი ბოიფრენდის, რეპერი მაკ მილერის ფოტო გააზიარა, რომელიც უდროოდ გარდაიცვალა.-12, 8 მლნ.მოწონება. 1)ჯასტინ ბიბერმა გამოაცხადა, რომ დაინიშნა ჰეილი ბოლდუინზე-13, 3 მოწონება. 2341 7-ს მოსწონს 1-ს არა
|