სხვა ერთი ბრძნული გამონათქვამის ისტორია - დაიჭირე წამი(გაგრძელება იქნება) 2019, 12 იანვარი, 12:01 ლათინური სენტენციები სიბრძნითაა დახუნძლული. სიბრძნეს კი ადამიანები ხშირად ვსცილდებით. კარგი იქნება, თუ მათ თვალს გადავავლებთ და ცხოვრებაშიც გავატარებთ. ახლა რამდენიმე მათგანს არამარტო გაგახსენებთ, არამედ მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ მოკლე ლიტერატურულ ექსკურსთან ერთად. დაიჭირე წამი- Carpe diem - ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული მომენტი შეირგო მომავალზე წუხილის გარეშე“ – (სიტყვასიტყვით -გამოსტაცე დღეს). ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნეში, რომაელი პოეტი ჰორაციუსი წერდა: „დაიჭირე წამი; ხვალინდელ დღეს ნუ მიენდობი.“ მოცემული წამისთვის ცხოვრების ცნება მრავალი საუკუნის წინ, მსოფლიო პოეზიის წიაღში, აღმოცენდა, მათ შორის, ის შექსპირთან, მილტონსა და ბაირონთან გვხვდება. ლათინური ფორმით კი, სენტენცია „დაიჭირე წამი“ (Carpe diem) ინგლისურ პოეზიაში უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისიდან იკიდებს ფეხს. 165 2-ს მოსწონს
|