სხვა ერთი ბრძნული გამონათქვამის ისტორია 2019, 11 იანვარი, 21:17 ლათინური სენტენციები სიბრძნითაა დახუნძლული. სიბრძნეს კი ადამიანები ხშირად ვსცილდებით. კარგი იქნება, თუ მათ თვალს გადავავლებთ და ცხოვრებაშიც გავატარებთ. ახლა რამდენიმე მათგანს არამარტო გაგახსენებთ, არამედ მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ მოკლე ლიტერატურულ ექსკურსთან ერთად. ღვინოშია ჭეშმარიტება - In vino veritas - ამ გამონათქვამში იგულისხმება, რომ მთვრალი ადამიანი თავის დაფარულ სურვილებსა და ფიქრებს ამჟღავნებს. ზოგჯერ ეს ფრაზა ასეც შეგხვდებათ: ღვინოშია ჭეშმარიტება, წყალში კი- ჯანმრთელობა - In vino veritas, in aqua sanitas”. ჰეროდოტეს თქმით, სპარსელებს ასეთი ადათი ჰქონდათ: თუ რაიმეს სიმთვრალეში გადაწყვეტდნენ, სიფხიზლეში აუცილებლად ხელახლა განიხილავდნენ ამ საკითხს. 93 2-ს მოსწონს
|