სხვა ერთი ბრძნული გამონათქვამის ისტორია 2019, 11 იანვარი, 20:58 ლათინური სენტენციები სიბრძნითაა დახუნძლული. სიბრძნეს კი ადამიანები ხშირად ვსცილდებით. კარგი იქნება, თუ მათ თვალს გადავავლებთ და ცხოვრებაშიც გავატარებთ. ახლა რამდენიმე მათგანს არამარტო გაგახსენებთ, არამედ მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ მოკლე ლიტერატურულ ექსკურსთან ერთად. სიყვარული ყველაფერს იპყრობს - Amor Vincit Omnia - პირველი ათასწლეულის დადგომისთანავე, რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა დაწერა: „სიყვარული ყველაფერს იპყრობს, ჰოდა, მოდი, ჩვენც დავემორჩილოთ მას“. ეს ფრაზა გვხვდება ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებ“-ში, რომელიც 1300-იანი წლების ბოლოს დაიწერა. ამ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ატარებს ბროშს, რომელზეც ეს გამონათქვამია გრავირებული. ეს ფრთიანი ფრაზა უამრავმა პოეტმა გამოიყენა. თვით უკვდავმა შექსპირმაც კი ვერ აუქცია მას გვერდი. 80 3-ს მოსწონს
|