x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
10 მითი ნუდიზმზე და ნუდისტებზე  

გავრცელებული აზრის თანახმად, სიშიშვლე სრული თავისუფლების მაჩვენებელია. თუმცა, ნუდიზმი (იგივე, ნატურალიზმი) უბრალოდ მოძრაობა ან მრწამსი კი არა, – ცხოვრების წესია. ქვემოთ განვიხილავთ 10 მითს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წლების მანძილზე ჩამოყალიბდა და ვნახავთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


image


მითი № 1. ნუდისტური პლაჟები და ღონისძიებები – სქესობრივი აქტივობის ადგილებია


ეს სრული სიცრუეა, – ხსენებულ პლაჟებზე და ნუდისტების თავშეყრის ადგილებზე მსგავსი არაფერი ხდება. სინამდვილეში, იქ სადაც ნუდისტები იკრიბებიან, სქესობრივი ურთიერთობა მკაცრად აკრძალულია. კანონის დამრღევევებს მაშინვე აძევებენ იმ ადგილიდან, უკან დაბრუნების უფლების გარეშე. სქესობრივი აქტი ნუდისტურ საზოგადოებაში ისევე იგმობა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების თავშეყრის ადგილებში.



მითი № 2. აღგზნება და სექსუალური ქვეტექსტი


შესაძლებელია, მამაკაცების ერთ ნაწილს ნუდისტობის სურვილი ჰქონდეს კიდეც, მაგრამ მათ ამაში ხელს ერექციის შიში და სირცხვილი უშლით. ადამიანები, რომლებიც ნუდისტური თავშეყრის ადგილების ხშირი სტუმრები არიან, ამბობენ, რომ სექსუალური ქვეტექსტი და აღგზნება – უკანასკნელი აზრია, რომელიც მათ თავში მოსდით. ისინი თვლიან, რომ აღგზნების შანსი ჩვეულებრივ პლაჟებზე უფრო დიდია, რადგან სამოსით დაფარული ადგილები უფრო მეტ ყურადღებას იწვევს, ვიდრე შიშველი.



მითი № 3. ნუდისტებს მიმზიდველი სხეულები აქვთ


სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სხეულის განსხვავებული პროპორციებით. ზოგიერთი, სურვილის მიუხედავად, უარს ამბობენ ნუდისტობაზე ჭარბი წონის, იარის ან იმის გამო, რომ სუპერმოდელებივით არ გამოიყურებიან. თუმცა, მსგავსი ტიპის თავშეყრის ადგილებზე, არავინ არავის დასცინის, არასრულყოფილი სხეულის გამო. ნუდიზმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხოვრების წესია და არა სილამაზის კონკურსი.



მითი № 4. ნუდისტები ყოველთვის სამოსის გარეშე დადიან


ეს მტკიცებულება სასაცილოდაც კი ჟღერს. სინამდვილეშ, ნუდისტები შიშვლები, მხოლოდ ამისთვის შესაფერის ადგილებში დადიან, ხოლო საზოგადოებაში ისე ჩნდებიან, როგორც სხვა ადამიანები.



მითი № 5. ნუდიზმი მხოლოდ უფროსებისთვის არის


ნუდიზმში ასაკობრივი ცენზი არ არსებობს და მშობლებს პატარა ბავშვების მიყვანაც შეუძლიათ. პატარებს საკუთარი ან სხვა ადამიანის სიშიშვლესთან დაკავშირებით, სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ და მითუმეთეს, სიშიშვლეს და სექსს ერთმანეთს ვერ დაუკავშირებენ. მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთი შეზღუდვა მაინც არსებობს: ბავშვები მსგავს ღონისძიებებზე მხოლოდ მშობლებთან ან კანონიერ მეურვესთან ერთად დაიშვებიან.



მითი № 6. ნუდისტები – გარყვნილი, სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები არიან


სიცრუეა! რეალურად, ნუდისტები ღია, გამგები და ძალიან კეთილმოსურნე, მეგობრული ადამიანები არიან. ისინი უფრო მეტად გრძნობენ სიახლოვეს ბუნებასთან, უფრო გაგებით ეკიდებიან სხვა ადამიანების ნაკლს და უფრო მეტად შეუძლიათ თანადგომა, სხვისი პრობლემის გულთან ახლოს მიტანა და რჩევის მიცემა (უკანასკნელ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარი ასაკოვან, გამოცდილ ადამიანებზეა). ისინი მზად არიან დახმარება ყველას გაუწიონ და განსაკუთრებულ ყურადღებას და სითბოს ახალბედა ნუდისტებისადმი იჩენენ.



მითი № 7. ნუდისტები – ასექსუალურები არიან


არსებობს აზრი, რომ ნუდისტები სიშიშვლეს არასექსუალურად აღიქვამენ და სრულად უარყოფენ სექსუალობას. სინამდვილეში, მათ ყველაფერი ისე აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს და როგორც ბუნების მიერ იყო ჩაფიქრებული, – თავშეყრის ადგილებზე, ისინი უბრალოდ «თიშავენ» ამ გრძნობას.



მითი № 8. ნუდისტებს არ გააჩნიათ პირადი ცხოვრება


მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები თავს კომფორტულად გახდილ მდგომარეობაში გრძნობენ, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან მორცხვი ადამიანები არიან, არ უყვართ ფოტო და ვიდეო კამერები და საკუთარი პირადი ცხოვრების ასპექტების გამომზეურება. ნუდისტურ საზოგადოებაში არ მიესალმებიან სურათების გადაღებას და აკრძალულია ბავშვების ფოტოგრაფირება, მათ შორის ყველაზე პატარებისაც კი.



მითი № 9. ნუდიზმი აკრძალულია


ზოგიერთი ადამიანის აზრით, ნუდისტური ღონისძიება ამორალური ან საერთოდ, დანაშაულებრივი არის. ისინი თვლიან, რომ ნუდისტები პოლიციისგან იდევნებიან და საიდუმლოდ იკრიბებიან, დაპატიმრების და სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით. მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში, ნუდიზმი კანონით არ იკრძალება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში არსებობს კანონი, საჯარო ადგილებში სიშიშვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, ის არ ეხება ნუდისტურ ღონისძიებებზე დასწრებას, რადგან იქ, ყველა ურთიერთშეთანხმებით იხდის, ხოლო შეკრების ადგილი, საზოგადოების თვალთახედვის არიდან, საკმაოდ მოშორებულია.

P. S. ნუდიზმი კანონით აკრძალულია ირანში, ერაყში, საუდის არაბეთში და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არკანზასის შტატში (აშშ). მაგრამ, მიუხედავად ამისა, კანონის დარღვევის გამო, ვინმეს თუ აკავებენ, საქმე ციხემდე მაინც არ მიდის და ბრალდებულს, საკმარისი მტკიცებულების უქონლობის გამო, სასამართლოს დარბაზიდან ათავისუფლებენ.



მითი № 10. ნუდიზმი უცხო და ახალია კაცობრიობის ისტორიაში


ადამიანები, თავიაანთი არსებობის საწყის ეტაპზე, შიშვლები იყვნენ — ამას ამტკიცებს ბიბლია და ამას ამტკიცებენ მეცნიერები. შემდეგ, მათ შიშველი ადგილების დაფარვა დაიწყეს, რაც მოგვიანებით, სტატუსის, ამა თუ იმ სოციალური წრის, თუ კასტის კუთვნილების ნიშნად იქცა. სამოსის ტარება ნელ-ნელა კულტურად გადაიქცა და განვითარება დაიწყო, რამაც, თავის მხრივ, სიშიშვლზე ტაბუს დადება გამოიწვია და ის დასჯადი გახადა.

ნუდისტური დასასვენებელი ადგილები და კლუბებ, შედარებით ახალი მოვლენაა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში. ეს მოძრაობა, საუკუნის წინ დაიწყო და თითქმის იმავე პერიოდიდან იწყება საცურაო კოსტუმების ისტორიაც.

სულ რაღაც 100 წლის წინ, იმ დროინდელი საზოგადოების წარმომადგენლებს, დღევანდელი საცურაო კოსტუმების ტრენდები რომ ენახათ, ნამდვილად შოკში ჩავარდებოდნენ, რადგან საცურაო კოსტუმმა იმდენად დიდი ევოლუცია განიცადა, რომ თანამედროვე და მაშინდელი კოსტუმების შედარებაც კი არ შეიძლება. გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«აქილევსის ქუსლის» რეალური (არამითიური) მიზეზი

10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

სიცრუე ალკოჰოლის შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა

0
1711
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0