x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137550
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511438
10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეწარმავლების უმრავლესობა უკვე კარგად არის შესწავლილი, თაობიდან თაობაზე გადაცემული, ძველი ჭორები და ლეგენდები, გველების შესახებ, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე რამენაირად გაირღვეს, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ მითს ამ ქვეწარმავლების შესახებ.


image



მითი № 1. გველები რძეს სვამენ


ეს მითი საზოგადოებაში XIX საუკუნის ბოლოს, ართურ კონან დოილის მოთხრობის «ჭრელი ლენტის» დაბეჭვდვის შემდეგ დამკვიდრდა.

სინამდვილეში, გველს თუ აიძულებთ რძის დალევას, შესაძლებელია თქვენი მცდელობა, მისი სიკვდილით დასრულდეს, რადგან გველები ლაქტოზას ვერ ინელებენ.


image

მითი № 2. თავდასხმისას, გველები სუსხავენ


გაურკვეველი მიზეზის გამო, ბევრი ადამიანი თვლის, რომ გველები თავდასხმისას, თავიაანთი წვეტიანი და ორად გაყოფილი ენით სუსხავენ.

სინამდვილეში, ისინი ისევე იკბინებიან, როგორც სხვა ცხოველები. ხოლო, ენა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის ორგანოა. გველები, რიგი ფაქტორების გამო, ცუდად ხედავენ და სუსტი მხედველობის საკომპენსაციოდ, ისინი ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, ენით ღებულობენ. მაგ., გველს შეუძლია ენით შეიგრძნოს სუნი, მოძებნოს წყალი, პარტნიორი ქორწინებისთვის და ა. შ.


image

მითი № 3. თავდასხმის წინ, გველები ენის სისინით იმუქრებიან


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველის ენა თავდასხმისთვის არ არის გამიზნული. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეწარმავლებს არა აქვთ ცხვირი და ყველა აუცილებელი რეცეპრორი, სწორედ ენაზე აქვთ მოთავსებული. ამიტომ, იმისთვის რომ უკეთესად აიღონ მსხვერპლის სუნი და განსაზღვრონ მისი მდებარეობა, ისინი იძულებულები არიან, ენა გამოყონ.


image

მითი № 4. გველების უმრავლესობა შხამიანია


მეცნიერებისთვის ცნობილი გველის 2 000 სახეობიდან, მხოლოდ 400 გააჩნია შხამიანი კბილები და მათგან, მხოლოდ 9 ბინადრობს ევროპაში. კონტინენტებიდან, შხამიანი გველის ყველაზე მეტი, – 72 სახეობა, სამხ. ამერიკაშია. დანარჩენი სახეობები, თითქმის თანაბრად არის განაწილებული ავსტრალიაში, ცენტრალურ აფრიკაში, სამხ-აღმ. აზიაში, ცენტრალურ და ჩრდ. ამერიკაში.



image

მითი № 5. გველისთვის კბილის ამოღებით, მისი «გაუვნებელყოფება» შეიძლება


გარკვეული დროის მანძილზე ასეც იქნება, მაგრამ გველს კბილები ეზრდება და ამ ზრდის პროცესში, მას შხამის შეკავება არ შეუძლია. ამიტომ, კბილის ამოღების შემთხვევაში, ის შეიძლება თავისივე შხამით მოიწამლოს და სერეიოზულად დაავადდეს.


image

მითი № 6. გველი ადამიანს დანახვისთანავე ესხმის თავს


სტატისტიკის თანახმად, უფრო ხშირად, გველები ადამიანებს თავდაცვის მიზნით კბენენ. თუ გველი ადამიანის დანახვისას სისინებს და დასაშინებელ მოძრაობებს აკეთებს – ე. ი. მას უნდა, რომ თავი დაანებონ. საკმარისია ადამიანმა უკან დაიხიოს და ის მაშინვე მიიმალება, რომ თავი გადაირჩინოს.


image

მითი № 7. გველის გამოკვება ხორცით შეიძლება


გველების უმრავლესობა მღრღნელებით იკვებება, არსებობს სახეობები, რომლებიც ბაყაყებს, თევზს და მწერებსაც კი ჭამენ. ხოლო, სამეფო კობრები, გველების სხვა სასეობის წარმომადგენლებით იკვებებიან. ასე, რომ, გველის კვების რაციონი, გველის სახეობაზე არის დამოკიდებული.


image

მითი № 8. შეხებისას გველები ცივები არიან


გველები ცივსისხლიანი ცხოველების ტიპიური წარმომადგენლები არიან. ამიტომ, გველის სხეულის ტემპერატურა ისეთივეა, როგორიც ჰაერის ტემპერატურა. გველები ყოველთვის მზეზე თბებიან და მათ არ შეუძლიათ სხეულით 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება.


image

მითი № 9. გველები ლორწოთი არიან დაფარულები


ეს კიდევ ერთი მითია, რომელსაც გველებთან არანაირ კავშირში არ აქვს. ამ ქვეწარმავლების კანი, პრაქტიკულად, არანაირი ჯირკვალს არ შეიცავს და სქელი გლუვი ქერცლით არის დაფარული.


image

მითი № 10. გველები გარს ეხვევიან ხის ტოტებს და ღეროებს


ხეზე შემოხვეული მაცდუნებელი გველის გამოსახულება ყველას უნახავს. თუმცა, მას არანაირი კავშირი არა აქვს მათ რეალურ ქცევასთან. გველები ადიან ხეებზე და ტოტებზეც წვებიან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გააკეთონ, ხეზე სხეულით შემოხვევა არა სჭირდებათ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* გამოიგონეს, არაერთხელ გაიმეორეს და დაგვაჯერეს! კინომითები

* ფართოდ გავრცელებული 10 მცდარი აზრი, რომლისაც ადამიანების უმრავლესობას სჯერა

* 20 უცნაური ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ


3
1392
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1392
  
2018, 12 დეკემბერი, 18:03
რატომ, არც ისე საშიშები ყოფილან :)
2018, 11 დეკემბერი, 23:59
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 11 დეკემბერი, 0:17
ამის "დალაიქება" დიდი ვაჟკაცობაა ჩემი მხრიდან :დ
0 1 3