საზოგადოებრივი ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები - საოცარი პარალელები 2019, 9 იანვარი, 1:59 ბრილის სამაროვანის ეგვიპტური საგანძური რაჭაშირაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღების ჩრდილოეთით, 11 კილომეტრში, მდინარე რიონის (ფაზისის) ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ქრისტიანული ტაძრის ნაშთები და სხვ. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არქეოლოგმა გერმანე გობეჯიშვილმა აღმოაჩინა ძვ.წ. XVIII-IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით, შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. ძვ.წ. XIII-VIII საუკუნის სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, უძველესი ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლის და გველის ქანდაკებები, ანტიკური ეპოქის სამარხებში (ძვ.წ. VI-IV სს) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ. დღეს ეს საგანძური საქართველოს ისტორიული მუზეუმის საწყობებში ინახება და ბრილის განძის სახელითაა ცნობილი, თუმცა გერმანე გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციის მასალები არ გამოქვეყნებულა. თუმცა ძველი ექსპედიციის ფაქტობრივად ერთადერთი დარჩენილი წევრის - ბატონი მალხაზ ბარამიძის მონაყოლიდან სენსაციური ფაქტები გახდა ჩვენთვის ცნობილი: "საოცარია, რომ ბრილის სამაროვანზე აშკარად ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობანი. ძალიან დიდი რაოდენობით არის ლურჯი მინის ზედაპირგოლფრიმინებური, ე.წ. "ნავკრატისული მძივები". ფაქტია, რომ ეს არის ეგვიპტური და სხვაგან ამას არსად აწარმოებდნენ, არც ფორმით და არც თავად დამუშავების ტექნიკით. მის დამუშავებაში კობალტია გამოყენებული. სხვაგან საქართველოს ტერიტორიაზე, მე ეს ეგვიპტური მძივები არ მეგულება, არც დაბლობში და არც მთის ზოლში. თუ რა მასშტაბითაა ეს მძივები ამის გასაგებად ერთ ფაქტს მოვიყვან: 1961 წელს ჩვენ მიერ გათხრილ N6 სამარხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით განძი, სულ აწონვის შემდეგ დადგინდა, რომ იყო 12 კგ. ეს მხოლოდ ერთ სამარხში, ხოლო ასეთი სამარხები კიდევ ბევრი იყო და სხვებიდანაც კილოგრამობით ამოდიოდა უძველესი საგანძური." განაცხადა ბატონმა მალხაზ ბარამიძემ. ბრილის ზოგიერთ სამარხში მძივებთან ერთად, აღმოჩნდა ეგვიპტური სკარაბეები, რომლებზეც ეგვიპტური იეროგლიფებია გამოხატული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეგვიპტეში სკარაბეები მზის სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, საქართველოშიც ზუსტად ასეთივე აღქმა ჰქონდათ სკარაბეებისა. უხსოვარი დროიდან სკარაბეი ეგვიპტის უძველესი ღმერთის - სკარაბეისთავიანი ღვთაება ხეპერას, იგივე ამომავალი მზის სიმბოლოს გამოხატულება იყო. ფიგურების შიდა მხარეზე აკეთებდნენ წმინდა სიმბოლოებს და აღორძინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ იეროგლიფებს. ბრილში აღმოჩენილი სკარაბეები ძალიან ჰგავს ფარაონ სესოსტრისის სკარებეებს. ასევე საინტერესოა, რომ მომდევნო - მე-13 დინასტიის სებეხოტების სკარაბეებზე გამოსახული ფიგურა იდენტურია ბრილის ერთ-ერთ სკარაბეიზე გამოსახული ფიგურისა. მკვლევარი მალხაზ ბარამიძე: "მივაკვლიე ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსს, რომელშიც აღწერილია, რომ ეგვიპტეში სპილენძი არ არის და მადანი შემოაქვთ სირიიდან, აპენინებიდან და რეჩენადან. რეჩენას ადგილმდებარეობა დღემდე არაა დადგენილი და კვლევის საგანია. ბუნებრივია ყველა ადამიანს გაუჩნდება ეჭვი იმის შესახებ რომ "რეჩენა" ხომ არ არის რაჭა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - თვითონ "რაჭა", როგორც ტოპონიმი საკმაოდ გვიანდელი შექმნილია." ბატონი მალხაზი საუბრობს ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსზე. პირველად კი რეჩენა, როგორც ქვეყანა ძველ ეგვიპტურ წყაროებში მოხსენიებულია ისევ და ისევ სესოსტრის III-ს (ზეობის ხანა ძვ.წ. 1879-1839 წწ.) ლაშქრობებთან დაკავშირებით. აღმოჩენილია მეფის პირადი დაცვის - ხუსებეკის ხელნაწერი, რომელიც მოგვითხრობს ეგვიპტელების დიდ წინააზიურ ლაშქრობაზე. ლაშქრობის დროს ეგვიპტის არმია შეიჭრა ქვეყანა რეჩენაში და აიღო ქალაქი სეკმემი. ამ დროს ხომ არ დაამარცხა კოლხეთის მეფე საულაკმა სესოსტრისი და ხელთ იგდო ის ნადავლი, რომელიც სესოსტრისმა სკვითების ქვეყანაში მოიპოვა? ამაზე ხუსებეკი დუმს. კიდევ ერთ საინტერესო პარალელს მოვიყვანთ: ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი გახლდათ ქალაქი, რომელსაც ბერძნები "ჰელიოპოლისს" (ბერძ. ჰელიოს - მზე, პოლის - ქალაქი) ეძახდნენ, ხოლო ეგვიპტურად ამ ქალაქს ზუსტად ასე ერქვა - "ონი". მოგეხსენებათ ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის აღმოჩენები უკვე გვაფიქრებინებს, რომ სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად, რიონის (ფაზისის) ერთ-ერთ შენაკადს "ხაკაურა" ეწოდება, რაც სესოსტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს. თავად სესოსტრისი კი მას ბერძნებმა უწოდეს, ვინაიდან ვერ გამოთქვამდნენ მის ნამდვილ, ეგვიპტურ სახელს - ხაკაურას. ძველეგვიპტური და პროტოქართველური სამყაროს კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს ვიაჩესლავ ივანოვი. ცნობილი ლინგვისტი, აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ძველეგვიპტურის და პროტოქართველური ენების შედარებითი ლიგვისტური ანალიზის საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა, არის ქართველური სამყაროდან შესული, ესენი არიან თოთი და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და მთელი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად. ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა და ანგარიში. თოთის ასტრონომიული სახეა მთვარე. მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი, ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში მეფობისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას. ასწავლა ხვნა-თესვა, ვენახის გაშენება, პურისგამოცხობა, ლუდისა და ღვინის დაყენება, ასევე სპილენძის და ოქროს მოპოვება და დამუშავება. მან ასწავლა ადამიანებს ეგვიპტეში მკურნალობა, ქალაქების მშენებლობა და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის გამოხატულება ცაზე ორიონის თანავარსკვლავედია. როგორც ივანოვი ვარაუდობს, ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები. ოსირისის ისტორია შინაარსობრივ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის მითთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამირანის მამას რაჭულ ვერსიაში ჰქვია სირა. სახელი სირა აქამდე გაურკვეველი შინაარსის და წარმოშობის ცნებას წარმოადგენდა. ახლა კი შეგვიძლია დავუკავშიროთ ძველეგვიპტურ სირს, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედის სახელია. შეიძლება დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ორიონის, თოთის და ეგვიპტის თემასთან ასევე საინტერესო პარალელი მოიძებნება ხევსურეთში. ხევსურთა სულეთის ღმერთი საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს ღვთაება თოთთან. ხევსურთა მთავარი სალოცავის - გუდანის ჯვარში კი დევს ქვა, რომელზეც გამოსახულია ადამიანის გაშლილი ხელი, რომელიც ღვთაებრიც ნებას აღნიშნავს. ოთხკუთხედში ჩახატული ჯვარი კი პირამიდაა ზემოდან, შუაში ადამიანის ფიგურა კი ორიონის თანავარსკვლავედია. მაინც რატომ ანიჭებდნენ ძველ სამყაროში ორიონს ასე დიდ მნიშვნელობას? ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ თანავარსკვლავედზე დაკვირვებით შეიძლება დედამიწის პრეცესიის გამოთვლა, რომლის სრული ციკლი 25, 920 წელია. როგორც ირკვევა, პრეცესიის შესახებ იცოდნენ შუმერებმაც და ეგვიპტელებმაც, მაგრამ არავინ იცის საიდან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარღვნამდე არსებობდა უძველესი განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა გადარჩენილმა ქურუმებმა ხვამლის მთას შეაფარეს თავი და აქვე საიდუმლოდ ინახავდნენ ცოდნას, რომელიც მათ ღმერთებმა დაუტოვეს. ამ ცოდნას ემყარებოდა შუმერების და ეგვიპტელების უდიდესი ცივილიზაციებიც. აქედან წაიღეს არგონავტებმა ოქროს საწმისი და ახალ, ბერძნულ ცივილიზაციას, აქ გაზარდა ზევსი კავკასმა და აქვეა მიჯაჭვული პრომეთე, რომელმაც ადამიანებს ცოდნის ღვთაებრივი ცეცხლი მოუტანა. მტრისთვის მარჯვენის მოჭრის ტრადიცია ძველ ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში გამარჯვებული მეომარი მტერს მარჯვენას აჭრიდა, რომ შედეგ მასში ანაზღაურება მიეღო, რასაც "სიმამაცის ოქრო" ეწოდებოდა. ამ ჩვეულების არსებობის შესახებ ვიგებთ ძველეგვიპტური ლიტერატურიდან და ასევე გამყარებული არქეოლოგიური აღმოჩენებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება ეგვიპტეში. გამოითქვა აზრი ჰიქსოსებთან სავარაუდო კავშირის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით არა დადასტურებულად. მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ზუსტად ანალოგიური ტრადიცია არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისტორიულ ფხოვში. ისინი ჩრდილოეთ კავკასიელებთან გამუდმებულ დაპირისპირებაში სწორედ ასე იქცეოდნენ და მტრის მარჯვენებს აგროვებდნენ. თუ დაპირისპირებაში მტერს მოკლავდი და მარჯვენა მკლავს არ მოჭრიდი, ეს დიდი სირცხვილი და რჯულის შეურაცხყოფა იყო. ეს ტრადიცია კარგად აქვს აღწერილი ვაჟა-ფშაველას თავის პოემაში - "ალუდა ქეთელაური". ბერძნული ისტორიული წყარო საუბრობს კოლხებისა და ეგვიპტელების მსგავსებაზეძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეც (ძვ.წ. 484-425) უსვამდა ხაზს კოლხებსა და ძველ ეგვიპტელებს შორის მსგავსებაზე, ოღონდ ის პირიქით ვარაუდობდა, რომ კოლხები ეგვიპტიდან არიან მისულები კოლხეთშიო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ მას არ ჰქონდა წვდომა იმ ტექნოლოგიებზე, არქეოლოგიურ და გენეტიკურ მონაცემებზე და ცოდნაზე, რასაც დღეს ჩვენ ვფლობთ: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს - კოლხებს უკეთესად ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს - კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის (ძველეგვიპტურად "ხაკაურა") ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხისგან გამორჩევით, მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას, ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ - ეს ეგვიპტელთაგან ისწავლეს. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად, მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის, კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ. ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს. აქ იბადება კითხვა, კი მაგრამ როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები დაახლოებით ჰეროდოტეს პერიოდში, რომ ასე მიამსგავსა მან ისინი კოლხებს, ამისთვის აქვე მოვიყვან რამდენიმე ფოტოს, რომელიც აღადგინეს მეცნიერებმა როგორც გენეტიკური კვლევებით, ასევე ისტორიულ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, ასეთები იყვნენ ძველი ეგვიპტელები: ქალღმერთი ისიდა კოლხურ თეთრზეფარაონ ხეოფსის სტელა გვამცნობს, რომ სფინქსი ისიდას საკუთრება იყო. ნინევიაში, იშთარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული. ასევე ფაფრიანი ქალღმერთ ინანას იპოსტაზეც. გავიხსენოთ კოლხური მონეტა ფაფრიანი ძუ ლომით ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი დაჩოქილი ძროხისთავიანი ადამიანის ფიგურა - თუ ამ ფიგურას ზოდიაქოზე გამოსახულ ქალღმერთ ისიდას შევადარებთ, საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. გარდა გარეგნული მსგავსებისა, მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხურ თეთრზე გამოსახულია იო, იგივე ხათხორი ანუ ისიდა. ამას ადასტურებს მონეტის მეორე მხარეს გამოსახული ძუ ლომიც. ფარაონ ტუტანხამონის გენეტიკური კვლევაშვეიცარიის გენეალოგიის ცენტრის - iGENEA -ს სპეციალისტებმა ფარაონ ტუტანხამონის და თანამედროვე ევროპელების დნმ შეადარეს. როგორც აღმოჩნდა ტუტანხამონი იყო არა ძველეგვიპტელი ან დღევანდელი ეგვიპტელი ხალხის დნმ-ის მატარებელი კაცის ხაზით, არამედ ევროპული. საშუალოდ დღევანდელ ევროპელ მამაკაცთა ნახევარი, ზოგიერთ ქვეყანაში კი 60-70% მამაკაცებისა არის იმავე ჰაპლოჯგუფის მატარებელი, მაგალითად ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. დნმ-ს ადარებდნენ ჰაპლოჯგუფების მიხედვით, ეს არის დნმ-ს ფრაგმენტების ნაკრები, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის, ვინაიდან ინახება მამაკაცის სქესის განმსაზღვრელ Y ქრომოსომაში. ტუტანხამონის ჰაპლოჯგუფი იყო R1b1a2. ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელთა რაოდენობა დღევანდელ ეგვიპტელებს შორის 1%-საც კი არ აღწევს. "საინტერესოა არა?" - ამბობს ცენტრ iGENEA -ს დირექტორი რომან შოლცი (Roman Scholz) - "მიმაჩნია, რომ ეგვიპტის ფარაონები და ევროპელების წინაპრები კავკასიაში დაახლოებით 9500 წლის წინ (ძვ.წ. 75-ე საუკუნეში) ცხოვრობდნენ. დაახლოებით 7000 წლის წინ (ძვ.წ. 50-ე საუკუნეში) კი მათი პირდაპირი წინაპრები ევროპაში დასახლდნენ. ნაწილი კი ეგვიპტეში წავიდა და შემდგომში ფარაონებიც გახდნენ." აღსანიშნავია, რომ ჰაპლოჯგუფი R წარმოიქმნა 31, 900 წლის წინ, დღევანდელი სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ასევე ამავე ტერიტორიებზე წარმოიქმნა R1 28, 200 წლის წინ და მოედო ევრაზიულ სტეპს, მისგან შემდგომში ჩამოყალიბდა ორი განხრა - R1a და R1b - ისინი წარმოიშვნენ 22, 800 წლის წინ სადღაც ევრაზიაში. R1a ასოცირებულია პროტო-ინდო-ირანულ ხალხებთან და ბალტო-სლავურ ხალხებთან ძველად იწოდებოდა ეს ხალხი "არიელებად". ამ ჰაპლოჯგუფის ხალხები დღესდღეობით საკმაოდ არიან აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ აზიაშიც. (იხ. ადამიანის ჰაპლოჯგუფები მამაკაცის ხაზით) რაც შეეხება R1b-ს - ეს არის დომინანტური ჰაპლოჯგუფი დასავლეთ ევროპაში, როგორიცაა პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ა.შ. მაგრამ არამხოლოდ აქ, მან გავრცელება ჰპოვა აფრიკის და ასევე აზიის რეგიონებშიც, უფრო მეტად იქ, სადაც კავკასოიდები სახლობენ. მისი ერთ-ერთი ქვეჯგუფი გახლავთ R1b1a2 (M269) სწორედ ის, რომელიც ტუტანხამონს აღმოაჩნდა. და ეს ქვეჯგუფი პირდაპირ ასოცირდება იტალო-კელტურ და გერმანიკულ ხალხებთან, ვინაიდან სწორედ ამ ხალხებში წარმოიქმნა და ამ ხალხებშია ყველაზე ხშირი R1b ჰაპლოჯგუფის ეს კონკრეტული ქვეჯგუფი. როგორც ჩანს წარმოქმნის ადგილიდან - სამხრეთ კავკასიიდან და მცირე აზიიდან ამ დროის განმავლობაში იფანტებოდა ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და აყალიბებდა სხვადასხვა ხალხებს, როგორიცაა მაგალითად კუკუტენი ტრიპილიას და იამნაიას კულტურის ხალხები. ეს ჰაპლოჯგუფი აღმოჩენილია საკმაო რაოდენობით ციმბირის მოსახლეობაშიც კი. ამ რუქაზე სწორედ კავკასიიდან და მცირე აზიიდან R, R1a-ს, R1b-ს და R2-ის სხვადასხვა მიმართულებით გავრცელებაა აღნიშნული: საინტერესოა კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერის, კურტ პოლიკარპ იოახიმ (ან იოჰიმ) შპრენგელის (1766-1833) აზრი ამასთან დაკავშირებით, იგი წერს: "ეგვიპტელთა კულტურაზე უდაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და წამალთმცოდნეობის ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ბერძნებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისანი არიან. როცა სამხრეთ შუამდინარეთში შუმერები გამოჩნდნენ ეგვიპტეშიც ჩავიდნენ ადამიანები მცირე აზიიდან (დღევანდელი თურქეთის დიდი ნაწილი პროტოქართველთა განსახლების არეალი იყო) ნილოსზე, ამ დიდ გადასახლებათა დაბურული შორეთიდან მოდის ის გადმოცემაც, რასაც ჰეროდოტე გვაუწყებს - "კოლხები ეგვიპტელები არიანო". მეცნიერები, არქეოლოგები კი გარკვეულ მონაცემებს ემყარებიან, როცა აცხადებენ, რომ არსებობდა ერთი "დიადი" ენა, რაც დაიყო პროტოშუმერულად, პროტოქართულად და სხვა მონათესავე ენებად. პროტოქართულმა ტომებმა გადმოინაცვლეს საგვარჯილეში, საკაჟიაში, დევისხვრელში, შუმერებმა კი ქურთისტანის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს სამხრეთისკენ. ეს მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 9200 - 8900 წლებში. ცნობილი შუმეროლოგის, ანატოლ კიფიშინის გამოკვლევით მცირე აზიაში (დღევანდელ თურქეთის ტერიტორიებზე) ქამიტური ენები იძენენ შუმეროიდულ ქართველიზმებს. ამ მოვლენაზე ადრევე მიუთითებდა მ. წერეთელი. აქ გაღვივებული თესლიდან შემდგომში ეგვიპტის ცივილიზაცია აღმოცენდა. ეს შეხედულება თანხმობაშია იმ აზრთან, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელები ნილოსზე მცირე აზიიდან ჩასულან. ამ ყველაფერს აკაკი გელოვანი ჯერ კიდევ 1985 წელს წერდა თავის ნაშრომში სახელად - "მარად ცოცხალი ხელოვნება". 151 ეგვიპტური მუმიის გენეტიკური კვლევამაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck institute for the science of human history) და ტიუბინგენის უნივერსიტეტის (University of Tuebingen) მეცნიერებმა ზოგიერთი ნაწილობრივ და ზოგიც სრულად აღადგინეს 151 ეგვიპტური მუმიის გენომი, რომელთა ასაკი 1500-დან 3500 წლამდე მერყეობდა. იყო ძვ.წ. 1400 წლიდან ახ.წ. 400 წლამდე მცხოვრები ძველი ეგვიპტელების მუმიები. გერმანელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძველი ეგვიპტელები არ იყვნენ აფრიკელები, ისინი არ იყვნენ არც არაბები, არამედ იყვნენ სამხრეთ კავკასიელები და სამხრეთ ევროპელები. ნიმუშები აღებული იყო მდინარე ნილოსის ახლომდებარე არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი მუმიებიდან. შემდეგ შედარებული იყო დღევანდელ კაიროში მცხოვრებ ადამიანების გენომთან და დამთხვევა არ აღმოჩნდა. კვლევამ ცხადყო, ძველი ეგვიპტელების წინაპრები იყვნენ იმ მიდამოებიდან, სადაც ახლა მდებარეობს საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი, მცირე აზია (ეს ტერიტორიები უძველესი პერიოდიდანვე წარმოადგენდა უამრავი პროტოქართული ტომის განსახლების არეალს) და ასევე სამხრეთ ევროპის ტერიტორიები ხმელთაშუაზღვის გასწვრივ. (წყარო: CNN) აღნიშნული კვლევიდან აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული 151 ეგვიპტური მუმიის წარმოშობის ადგილები გახლდათ მცირე აზია (დღევანდელი თურქეთი) სამხრეთ კავკასია (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რომლის ტერიტორიაც იმ პერიოდში მთლიანად პროტოქართველური ტომების განსახლების არეალს წარმოადგენდა, ვინაიდან არ იყო გამოჩენილი თურქული და არმენული ელემენტი) ასევე ლევანტის, ჩრდილო კავკასიისა და სამხ-აღმ. ევროპის ტერიტორია: სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა ისიც, რომ პალეოგენეტიკოსმა იოჰანეს კრაუზემ (Johannes Krause) ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან ჟურნალ "Nature Communication"-ს განუცხადა, რომ მან 151-დან 3 მუმიის გენომის სრული აღდგენა შეძლო, ვინაიდან მათი დნმ კარგად იყო შემონახული. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ამ ადამიანთა კლონირებაა შესაძლებელი. ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველო ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2) პირველი ევროპელები საქართველოდან 3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო 4) ოსების ეთნოგენეზი და განსახლების ისტორიული არეალები 5) საქართველო - ქსოვის და კერვის ხელოვნების სამშობლო განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 4545 5-ს მოსწონს |
Pharaoh Khufu's Stella informs us that the Sphinx was owned by Isis. In Nineveh, the Ishtar Gate depicts white cows and lions. Also on the iposta of the goddess Inana. Recall the Colchian coin with the figure of a cowboy with a lion on one side and a cow on the other - if we compare this figure to the goddess Isis in the zodiac, we find a striking resemblance. In addition to the external similarities, the main thing is the content similarities. We must assume that the Colchian white depicts Io, the same Khatkhor or Isis. This is confirmed by the lion on the other side of the coin.
ფარაონ ხეოფსის სტელა გვამცნობს რომ სფინქსი ისიდას საკუთრება იყო.
ნინევიაში იშთარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული, ასევე ფაფრიანი ძუ ლომია ინანას იპოსტასიც.
გავიხსენოთ კოლხური თეთრი მონეტა ფაფრიანი ძუ ლომით ერთ მხარეს და მეორე მხარეს კი დაჩოქილი ძრიხის ფიგურა.
თუ მას ზოდიაქოზე გამოსახულ ისიდას შევადარებთ საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ, გარდა გარეგნული მსგავსებისა მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა.
Akaki Gelovani." Eternally living art. 1985.
ძვ.წ. IV ათასწლეულში, როცა სამხრეთ შუამდინარეთში შუმერები გამოჩნდნენ, ეგვიპტელებიც ჩავიდნენ მცირე აზიიდან ნილოსზე. ამ დიდ გადასახლებათა დაბურული შორეთიდან მოდის ის გადმოცემაც, რასაც ჰეროდიტე გვაუწყებს : „კოლხები ეგვიპტელები არიანო“... მეცნიერები, არქეოლოგები კი გარკვეულ მონაცემებს ემყარებიან, როცა აცხადებენ, რომ ასებობდა ერთი „დიადი ენა“, რაც დაიყო პრაშუმერულად, პრაქართულად და სხვა მონათესვე ენებად. ქართველთა ტომებმა გადმოინაცვლეს საგვარჯილეში,საკაჟიაში, დევისხვრელში, შუმერებმა კი ქურთისტანიდან გადაინაცვლეს სამხრეთის მღვიმეებსა და უდაბნოებში... ცნობილი შუმეროლოგის ანატოლ კიფიშინის გამოკვლევით, მცირე აზიაში ქამიტური ენები იძენენ შუმეროიდულ-ქართველიზმებს. (ამ მოვლენაზე ადრევევ მიუთითებდა მ.წერეთელი). აქ გაღივებული თესლიდნ შემდეგ ეგვიპტის ცივილიზაცია აღმოცენდა. ეს შეხედულება თანხმობაშია იმ აზრთან, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელები ნილოსზე მცირე აზიიდან ჩასულან...“
აკაკი გელოვანი. “მარად ცოცხალი ხელოვნება. 1985 წ.
LONDON, Aug 1 (Reuters Life!) - Up to 70 percent of British men and half of all Western European men are related to the Egyptian Pharaoh Tutankhamun, geneticists in Switzerland said.
Scientists at Zurich-based DNA genealogy centre, iGENEA, reconstructed the DNA profile of the boy Pharaoh, who ascended the throne at the age of nine, his father Akhenaten and grandfather Amenhotep III, based on a film that was made for the Discovery Channel.
The results showed that King Tut belonged to a genetic profile group, known as haplogroup R1b1a2, to which more than 50 percent of all men in Western Europe belong, indicating that they share a common ancestor.
Among modern-day Egyptians this haplogroup contingent is below 1 percent, according to iGENEA.
“It was very interesting to discover that he belonged to a genetic group in Europe -- there were many possible groups in Egypt that the DNA could have belonged to,” said Roman Scholz, director of the iGENEA Centre.
Around 70 percent of Spanish and 60 percent of French men also belong to the genetic group of the Pharaoh who ruled Egypt more than 3,000 years ago.
“We think the common ancestor lived in the Caucasus about 9,500 years ago,” Scholz told Reuters.
It is estimated that the earliest migration of haplogroup R1b1a2 into Europe began with the spread of agriculture in 7,000 BC, according to iGENEA.
However, the geneticists were not sure how Tutankhamun’s paternal lineage came to Egypt from its region of origin.
The centre is now using DNA testing to search for the closest living relatives of “King Tut”.
“The offer has only been publicised for three days but we have already seen a lot of interest,” Scholz told to Reuters.
Kurt Polykarp Joachim Sprengel (history of medicine, Versuch einer pragmatischen Geschichte der Arzneikunde)
„ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწამოთმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა.“
კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი
Researchers performed a detailed analysis of the DNA of ancient mummies.
They found that ancient Egyptians were closely related to European populations.
Traditional communities in the Levant and Neolithic Europe were close relatives.
Study found that modern Egyptians share more ancestry with Sub-Saharan Africans than ancient Egyptians did.
Scientists analysed ancient DNA from Egyptian mummies dating from 1400 BC to 400 AD and discovered they shared genes with people from the Mediterranean.
They found that ancient Egyptians were closely related to ancient populations in the Levant - now modern day Turkey, Syria, Jordan, Israel and Lebanon.
They were also genetically similar to Neolithic populations from the Anatolian Peninsula and Europe.
The groundbreaking study used recent advances in DNA sequencing techniques to undertake a closer examination of mummy genetics than ever before.
The study, published in Nature Communications, found that modern Egyptians share more ancestry with Sub-Saharan Africans than ancient Egyptians did.
The data shows that modern Egyptians share approximately eight per cent more ancestry on the nuclear level with Sub-Saharan African populations than with ancient Egyptians.
Egypt is a promising location for the study of ancient populations because it was a world-wide trading hub.
This is likely the reason that ancient Egyptians had such a diverse genetic heritage, the authors, from the University of Tuebingen and the Max Planck Institute for the Science of Human History in Jena, said.
'Ancient Egypt in the 1st millennium BC had been dominated by many foreign powers.
The team's research involved unravelling the genetic history of Egyptians by comparing DNA samples taken from both modern and ancient natives.
The researchers were aiming to establish an exhaustive genetic database to study the ancient past of Egypt for the first time.
'It has been much debated whether foreign dominations such as Assyrians, Nunbians, Greeks or Romans changed the gene pool of ancient Europe, making them more or less African,' Professor Krause told MailOnline.
'We wanted to test that and found that there is genetic continuity between the old kingdom and Roman period.
Mummified human DNA is normally difficult to study because of chemical treatment of the bodies before mummification, and due to the warm environment they are kept in.
But new genetic techniques used by the team allowed them to study mummified DNA in greater detail than ever before.
The team sampled 151 mummified individuals from the archaeological site of Abusir el-Meleq, along the Nile River in Middle Egypt.
In total, the authors recovered mitochondrial genomes from 90 individuals, and genome-wide datasets from three individuals.
The genome-wide samples are the first ever taken from mummified remains.
'However in the last 1,500 years Egypt became more genetically African, whereas the ancient Egyptians showed almost no sub-Saharan African ancestry and high affinity to ancient Near Eastern and European populations.'
The team sampled 151 mummified individuals from the archaeological site of Abusir el-Meleq, along the Nile River in Middle Egypt.
Recent advances in the study of ancient DNA present an intriguing opportunity to test existing understandings of Egyptian history using the ancient genetic data.
The new study managed to extract accurate, full-genome DNA data from three ancient Egyptian mummies, and usable segments of DNA from 90 mummies.
The team used next-generation sequencing methods to read stretches of any DNA present in a sample and retrieve those that resembled human DNA.
The complete reads allowed the team to spot telltale damage patterns associated only with ancient DNA.
This makes the new study's results much more reliable than those of any mummy DNA research that has come before.
The extraction of reliable nuclear DNA from Egyptian mummies is hence a breakthrough in genetics that opens the door to more detailed studies of mummified remains.
Professor Alexander Peltzer, from the University of Tuebingen, said: 'In particular, we were interested in looking at changes and continuities in the genetic makeup of the ancient inhabitants of Abusir el-Meleq.
'We wanted to test if the conquest of Alexander the Great and other foreign powers has left a genetic imprint on the ancient Egyptian population.'
The team wanted to determine if the investigated ancient populations were affected at the genetic level by foreign conquest and domination during the time period under study, and compared these populations to modern Egyptian comparative populations.
The study found that ancient Egyptians were most closely related to ancient populations in the Levant (modern day Turkey, Syria, Jordan, Israel and Lebanon), and were also closely related to Neolithic populations from the Anatolian Peninsula and Europe.
Coauthor Wolfgang Haack, group leader at the Max Planck Institute, added: 'The genetics of the Abusir el-Meleq community did not undergo any major shifts during the 1,300 year timespan we studied, suggesting that the population remained genetically relatively unaffected by foreign conquest and rule.'
მე არ ჩამიდენია ბოროტება.
მე არ ჩემიდენია ცოდვა წმინდა ადგილას.
მე არ მიყვარდა მკრეხელობა.
მე არ დამიჩაგრავს სუსტი.
მე არ გამაჩნია ცოდვა ღმერთების წინაშე.
მე არ დამიჩაგრავს მონა ბატონის თანდასწრებით.
მე არ ვყოფილვარ არავის ავადმყოფობის მიზეზი.
მე არ მომიკლავს.
მე არ მიბრძანებია არავის მოკვლა.
მე არავისთვის მიმიყენებია ტანჯვა.
მე არ ვაზიანებდი სატაძრო ბეღლებს.
მე არ ვაზიანებდი ღმერთების სამსხვერპლო პურს.
მე არ მიმითვისებია მიცვალებულთა ქონება.
მე არ ჩამიდენია მრუშობა.
მე არ მქონდა ბილწი ენა.
მე არასოდეს მომიტყუილებია წონაში.
მე არასოდეს ჩამიქრია სამსხვერპლო ცეცხლი.
მე არასოდეს გამომიტოვებია მსხვერპლის შეწირვა.
მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ…
მე არაფერი შემემთხვევა ამ ქვეყანაში, ორი სიმართლის მხარეში, რადგან ჩემთვის ცნობილია დიდი ღმერთის ორმოცდაორი თანამდგომის სახელები"
მკვდართა წიგნი: თავი 125
დიოდორე სიცილიელი გადმოგვცემს: "ოსირისმა ეგვიპტიდგან გამოსული კოლხიდელები პონტის (შავი ზღვის) ახლო დაასახლაო". ოზირის იყო დამფუძნებელი ეგვიპტის განათლებისა, ამან სხვათაშორის ასწავლა ღვინის კეთება, აგრე რომ ოზირისს მათ დროში ღმერთად იცნობდნენ".
"ეგვიპტელები საქართველოში და ქართველები ეგვიპტეში", 1885. ავტ. ნიკოლოზ გამრეკელი. გვ. 48-49.