x
image
თორ ნიკე
მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან
მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან


ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში 2007 წელს აღმოაჩინეს ისეთი რამ, რამაც ისტორიაში ადამიანის მიერ ქსოვილის პირველად დამზადების თარიღში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილი სელისგან დამზადებული და მცენარეული საღებავებით შეღებილი ბოჭკოები მსოფლიოში უძველესია. მისი ასაკი დაახლოებით 35 ათასი წელია და მიეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 330-ე საუკუნეს. ძოძუანას აღმოჩენამდე მსოფლიოში უძველეს ნიმუშად ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცაში მიკვლეული ქსოვილი ითვლებოდა, რომელიც 29 ათას წელიწადს ითვლის და ძოძუანასგან განსხვავებით, ჭინჭრისგან არის დამზადებული.


ძოძუანას მღვიმე ჭიათურაში,  სადაც პირველად,  350 - 340 საუკუნის წინ დაამზადა ადამიანმა ნაქსოვი ტანსაცმ


ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის პროფესორი, ოფერ ბარ-იოზეფი ამბობს, რომ სელის მიკვლეული ბოჭკოებიდან ზოგიერთი მცენარეული საღებავით იყო შეღებილი.


"ფერადი ბოჭკოები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მოსახლეობა გამოქვაბულში ფერად ქსოვილებს აწარმოებდა. ასევე დასტურდება ბეწვისა და ტყავის მასალის დამუშავებაც", - აღნიშნავს ოფერ ბარ-იოზეფი.


ძოძუანას მღვიმეში, საერთო ჯამში, ბოჭკოს 787 ფრაგმენტს მიაკვლიეს, სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც აღმოჩენა ეკუთვნის, აქ 1996 წლიდან მუშაობს. ჯგუფში, ქართველებთან ერთად, ამერიკელი და ისრაელელი სპეციალისტებიც შედიან.


მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან


ძოძუანას მღიმე ქვის ხანის ძეგლია, კერძოდ, იმ დროისა, როცა თანამედროვე ფიზიკური ტიპის ადამიანი ჩნდება ამიერკავკასიაში და მღვიმეშიც მეტად მდიდარი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ამას ადასტურებს.


თენგიზ მეშველიანი (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ეს აღმოჩენა 2007 წლით თარიღდება. სამუშაოებისას ძირითადად, ქვისა და ძვლის ნივთებს მივაკვლიეთ. ხე და ორგანული ნივთიერებები კი მოგეხსენებათ, არ ინახება და შესაძლოა მხოლოდ მტვრის სახით იყოს დარჩენილი. სწორედ ამ მტვერში აღმოჩნდა სელისგან დამზადებული ძაფის ნაშთები. პალეონტოლოგმა ელისო ყვავაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. აღმოჩენებში, სელის გარდა, შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ მოქსოვილი.


თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხილული, თუ მას საგანგებო მიკროსკოპით 500-ჯერ მაინც გაადიდებ. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. საერთოდ, ქვის ხანის არქეოლოგიაში მტვრით დგინდება თუ რა ფლორა და რა კლიმატი არსებობდა".


მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან


ქართულ აღმოჩენას მსოფლიო მედიამ 2010-2012 წლებში არაერთი მასალა მიუძღვნა. "საიენსი", "ლე ფიგარო", "ნიუ იორკ თაიმსი" და სხვა გავლენიანი გამოცემები აქვეყნებდნენ სტატიებს სათაურებით: "მსოფლიოს პირველი მკერავები", "უძველესი ძაფი და უნიკალური აღმოჩენა საქართველოში"...

სელის ბოჭკოებს პირველად 35 ათასი წლის წინანდელ, შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა ფენაში მიაკვლიეს.


პროექტში მონაწილეობდნენ ელისო ყვავაძე (პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, საქართვეოს ეროვნული მუზეუმი, ოფერ ბარ-იოზეფი (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ფიბოდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი), ანა ბელფერ-კოენი (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიბროუს უნივერსიტეტი, ისრაელი), ელიზაბეტ ბოარეტო (რადიოკარბონული დათარიღებისა და კოსმოგენური იზოტოპების ლაბორატორია. ვიცმანის ინსტიტუტი), ნინო ჯაყელი (პრეისტორიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ერეკლე ქორიძე (არქეოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი).


ძოძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძეგლი 1966 წელს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი.

(იხ. წყარო: The Harward Gazette და ჟურნალი "ისტორიანი")





ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევროპელები საქართველოდან

3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4) ოსების ეთნოგენეზი და განსახლების ისტორიული არეალები



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1470
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1470
  
2021, 15 აგვისტო, 13:12
საქართველო - მსოფლიოს უძველესი ტანსაცმლის, ქსოვის, თოკის დამზადების და ტანსაცმლის ღებვის კერა
2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში (ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორია) ადრეული, ზედაპალეოლითური პერიოდის (ძვ.წ. 32,000 წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29,000 წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფი და ველური სელის დართვის პირველი ნიმუშია მთელ მსოფლიოში. ეს აღმოჩენა იმ ათ ყველაზე დიდ აღმოჩენათა შორის შევიდა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს. სხვა თუ არაფერი, ამით დასტურდება, რომ იმ დროს უკვე ადამიანები იყენებდნენ თოკს და ხმარობდნენ ტანსაცმელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძაფი სხვადსხვა ფერადაა შეღებილი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზეც, რომ ადამიანს უჩნდება ესთეტიური გემოვნება და სხვ. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება. კოლხური სელი ერთდროულად საბოჭკოე და საზეთე მცენარე იყო. აქაური სელის ნაწარმი ძველ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი და განთქმული ყოფილა. ჰეროდოტე გვიდასტურებს, რომ კოლხეთში დიდად იყო განვითარებული სელის კულტურა. ქსენოფონტეს მოეპოვება ცნობა, რომ ხალიბები სელისაგან დაწნულ ჯავშანს იყენებდნენ და სხვ.
2021, 15 აგვისტო, 13:12
Georgia - the center of the world's oldest clothing, weaving, rope making and clothing dyeing
In 2009, twisted wild flax thread fibers from the Early Upper Paleolithic period (32,000 BC) were found in the Dzudzwana Cave (Chiatura Municipality Village Cave area) in Chiatura. Until now, it is believed that the oldest thread, made from nettles, was found in Dolnivestonica, Czech Republic (29,000 BC). Today, we can confidently say that the flax thread found in Chiatura is the oldest thread in prehistoric times and the first specimen to unlock wild flax in the world. This discovery is among the ten greatest discoveries that have changed the history of mankind. If nothing else, this proves that at that time people were already using the rope and wearing clothes. If we take into account that the thread is dyed in different colors, we can also talk about the fact that a person has an aesthetic taste and so on. Up to 1,500 flax and woolen yarn fibers have been found in the Dzudzuana Cave, and research into the cave continues to this day. Colchic flax was a fibrous and oily plant at the same time. Flax products were widely known and famous in the ancient world. Herodotus confirms that the flax culture was highly developed in Colchis. Xenophon finds information that the Khalibs (Chaliups, Chalibes) used armor spun from flax, and so on..
0 1 2